უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას ვანო ნადირაძე ავრცელებს, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, ფრონტის პირველ ხაზზე იბრძვის.
"ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს რომ წინა ხაზიდან გამოეყვანათ წუხელ ღამე. დიდება ბრძოლაში დაცემულ გმირებს" - წერს ნადირაძე.
არსებული ინფორმაციით, მამუკა ბერია "ქართული ლეგიონიდან" იყო ახალი გადასული დაზვერვის სამმართველოში, ხოლო დავით დვალიშვილი უკრაინაში ახალი წასული იყო. ცნობილია ისიც, რომ ქართველი მებრძოლები ზაპოროჟიეში დაიღუპნენ.
არაოფიციალური ცნობებით, რუსეთში უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე ოპერაციებს 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.