ავტორი:

“რუსეთი ვეღარ გამოიყენებს ენერგორესურსებს შანტაჟის იარაღად“ - ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი რუსეთისა და ბელარუსის ელექტროენერგიის ქსელს ეთიშებიან

“რუსეთი ვეღარ გამოიყენებს ენერგორესურსებს შანტაჟის იარაღად“ - ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი რუსეთისა და ბელარუსის ელექტროენერგიის ქსელს ეთიშებიან

“ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ხვალ სამუდამოდ გამოეთიშებიან რუსეთის ელექტრო ქსელს“, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

“რუსეთი ვეღარ გამოიყენებს ენერგორესურსებს შანტაჟის იარაღად. ეს არის თავისუფლებისა და ევროპის ერთიანობის გამარჯვება“, - წერს კალასი.

  • ცნობისთვის, ბალტიის ქვეყნები - ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა მეზობელი რუსეთისა და ბელარუსის ელექტროენერგიის ქსელს გამოეთიშებიან და ევროკავშირელი მოკავშირეებისკენ გადაერთვებიან.

“ეს არის ფიზიკური გათიშვა რუსეთისა და ბელარუსის ენერგოსისტემაზე ჩვენი დამოკიდებულების უკანასკნელი ელემენტისგან,” - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ Associated Press-თან ინტერვიუში.

Associated Press-ი წერს, რომ ნავთობით და გაზით მდიდარ რუსეთთან ელექტროენერგიით კავშირების გაწყვეტა გეოპოლიტიკური და სიმბოლური მნიშვნელობის ფაქტია. ამ მიმართულებით მუშაობა დაჩქარდა მას შემდეგ, რაც სამი წლის წინ რუსეთის ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ.