ავტორი:

თანამედროვე საცხოვრებელი ბუნებასთან ახლოს  — "ლისი სანრაიზი" "არქისაგან"

თანამედროვე საცხოვრებელი ბუნებასთან ახლოს  — "ლისი სანრაიზი" "არქისაგან"

ურბანული განვითარების ეპოქაში ბინები თბილისში სულ უფრო მჭიდროდ შენდება, ამიტომ განსაკუთრებულად ფასობს საცხოვრებელი სივრცეები, რომლებიც ბუნებასთან ახლოს მდებარეობს. კვლევებიც ადასტურებს, რომ ეკოლოგიურად სუფთა გარემო, ტყესთან, ტბასთან ან რეკრეაციულ ზონებთან სიახლოვე ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება.

თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მწვანე უბანში, ლისის ტბის მახლობლად, სწორედ ამ იდეით იქმნება ,,არქის” ახალი პროექტი — ,,ლისი სანრაიზი". აქ ქალაქის კომფორტი და ბუნებასთან სიახლოვე ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.

მწვანე სივრცეების მნიშვნელობა თანამედროვე გარემოში

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევები აჩვენებს, რომ გამწვანებულ სივრცეებთან ცხოვრება ადამიანების ყოველდღიურობის ხარისხს აუმჯობესებს. მაგალითად, რეკრეაციულ ზონებთან სიახლოვე მათ ფიზიკური აქტივობებისაკენ უბიძგებს. ამასთან ერთად, მწვანე საფარი, ნახშირორჟანგის აქტიური შთანთქმის ხარჯზე, ჰაერის ხარისხს აუმჯობესებს და სასუნთქი სისტემის ჯანმრთელობისათვის უკეთეს პირობებს ქმნის.

COVID-19-ის პანდემიისას იზოლაციამ და არასტაბილურმა გარემომ საზოგადოებაში დეპრესიული ფონი გააჩინა. ამის მიზეზი პანდემიის შიში და პასიური ცხოვრების სტილი გახდა.

დეპრესიის დაძლევის რეკომენდაციების დიდი ნუსხიდან ერთ-ერთი სწორედ ბუნებასთან სიახლოვე და ფიზიკური აქტივობის გაზრდა იყო. მართლაც, გამწვანებული გარემო და სპორტული აქტივობების დაგეგმვის შესაძლებლობა ადამიანებს სტრესის დაძლევაში ეხმარება და მათ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება.

ეს გავლენა განსაკუთრებით თვალსაჩინოა ბავშვებში, რომლებიც მწვანე სივრცეებთან ახლოს იზრდებიან. მათი ემოციური ბალანსი უფრო სტაბილური, ხოლო სტრესისა და შფოთვის დონე შედარებით დაბალია.

ამრიგად, თანამედროვე ტენდენციების მიხედვით, საცხოვრებელი სივრცეების არჩევისას გარემო ფაქტორებს, რეკრეაციული და დასასვენებელი სივრცეების ხელმისაწვდომობას სულ უფრო დიდი ყურადღება ექცევა.

ლისი — თბილისის ეკოლოგიურად სუფთა უბანი

ლისის ტერიტორია თბილისის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილია, რომელიც ქალაქის ჩრდილო-დასავლეთით, ზღვის დონიდან 615-730 მეტრზე მდებარეობს. აქ განსაკუთრებული მიკროკლიმატია, რაც ტერიტორიის მდიდარი ფლორითა და ფაუნით აიხსნება. დაახლოებით 100 წლის წინ ტერიტორიაზე 1400-მდე სხვადასხვა სახეობის მცენარე დაირგო, რამაც ლისი თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამწვანებულ ზონად აქცია.

ტბა ტერიტორიის მთავარი ღირსშესანიშნაობაა. მის გარშემო მოწყობილია თანამედროვე ინფრასტრუქტურა: 3 კილომეტრიანი სასეირნო და ველობილიკები, სპორტული მოედნები და საბავშვო გასართობი სივრცეები. ლისი ზაფხულში განსაკუთრებით სასიამოვნოა — შეგიძლიათ ქალაქის სიცხეს გაექცეთ და სანაპიროზე დაისვენოთ.

წარმოიდგინეთ, რომ ეს ყველაფერი თქვენი სახლიდან მხოლოდ 15 წუთის სავალზეა. ,,არქის” საცხოვრებელი კომპლექსი სწორედ ასეთ შესაძლებლობას გაძლევთ — იცხოვროთ ქალაქის ცენტრიდან მოშორებით, გამწვანებულ გარემოში.

,,არქი ლისი სანრაიზი”: ეკომეგობრული სივრცე ურბანულ გარემოში

,,არქი ლისი სანრაიზი” 6 დაბალსართულიანი კორპუსისგან შემდგარი საცხოვრებელი კომპლექსია. შენობების განლაგება და დიზაინი ისეთია, რომ მაქსიმალურად შენარჩუნდეს ადგილის ბუნებრივი ხიბლი.

მშენებლობაში გამოიყენება გერმანული ბრენდის YTONG-ის ენერგოეფექტური ბლოკები, რომლებიც სტანდარტულ სამშენებლო მასალებთან შედარებით, გათბობა-გაგრილებისათვის 6-ჯერ ნაკლებ ენერგიას საჭიროებს. ეს კომპლექსს ენერგოეფექტურს ხდის და სეზონების შესაბამისად, კომფორტულ მიკროკლიმატს აყალიბებს.

,,არქი ლისი სანრაიზის” ინფრასტრუქტურა ითვალისწინებს ყველაფერს, რაც კომფორტული ცხოვრებისთვის გჭირდებათ: 15,000 კვადრატული მეტრი გამწვანებული ეზო, საბავშვო გასართობი სივრცე, აუზი, სავარჯიშო დარბაზი და დახურული ავტოსადგომი.

თუ გსურთ შეიძინოთ ბინა ლისზე, ახლა იდეალური დროა — ისარგებლეთ თქვენზე მორგებული გადახდის პირობებით და გახდით არქელი.

R