ავტორი:

ალასკის თავზე თვითმფრინავი გაუჩინარდა - ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა: რა არის ამ დროისთვის ცნობილი

ალასკის თავზე თვითმფრინავი გაუჩინარდა - ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა: რა არის ამ დროისთვის ცნობილი

ალასკაზე ამ დრომდე ეძებენ უგზო-უკვლოდ დაკარგულ თვითმფრინავს, რომლის ბორტზეც 10 მგზავრი იმყოფებოდა. ხელისუფლების განცხადებით, ადგილობრივი და ფედერალური ოფიციალური პირები დაკარგული თვითმფრინავის ადგილმდებარეობის დადგენას ცდილობენ.

  • ალასკას საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 16:00 საათზე, ალასკას შტატის ჯარისკაცებმა მიიღეს შეტყობინება, რომ რეისი უნალაკლეიტიდან ნომის მიმართულებით ვერ დაეშვა და სანაპიროდან დაახლოებით 20 კილომეტრის დაშორებით რადარებიდან გაქრა.

სახანძრო დეპარტამენტის ცნობით, სავარაუდოდ, Bering Air-ის თვითმფრინავს დაშვებაში ხელი არასასურველმა ამინდმა და ხილვადობის პრობლემებმა შეუშალა.

სამძებრო პროცესში ჩართულია ალასკის ეროვნული გვარდია და აშშ-ს სანაპირო დაცვა. Norton Sound Health Corporation-ის მედიკოსები მზადყოფნაში არიან, რათა დახმარება გაუწიონ მგზავრებს.

ოფიციალური პირების თქმით, თვითმფრინავი ჯერჯერობით დაკარგულად ითვლება და არ არის კლასიფიცირებული, როგორც ავარია ან უბედური შემთხვევა.

წყარო