ავტორი:

"შოკი იყო ეს ამბავი ყველასთვის... გიოს ერთი შვილი დარჩა" - ცნობილია საგარეჯოში მოკლული ახალგაზრდას ვინაობა

"შოკი იყო ეს ამბავი ყველასთვის... გიოს ერთი შვილი დარჩა" - ცნობილია საგარეჯოში მოკლული ახალგაზრდას ვინაობა

საგარეჯოში, სოფელ ანთოკში მკვლელობა მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, 38 წლის მამაკაცს სახის არეში ცივი იარაღით აქვს მრავლობითი დაზიანებები მიყენებული.

რა გახდა მკვლელობის მოტივი, ამ ეტაპზე უცნობია.

  • მოკლული ახალგაზრდა გიორგი ფეიქრიშვილია.

"უკარგესი იყო, წყნარი, მშვიდი... შოკი იყო ეს ამბავი ყველასთვის... გუშინ რა მოხდა არ ვიცი... ყველა გაოგნებულია მომხდარით... არავის არ სჯერა, რომ გიოს მტრები ჰყავდა და ასე გაიმეტეს. ერთი შვილი დარჩა" - გვიყვება მოკლულის ახლობელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ რომ გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.