ავტორი:

"უნდა მოგკლათო, კასტეტით მცემდნენ,  ჯიბიდან ტელეფონი ამომივარდა, აიღეს და თავში ჩამარტყეს" - რას ჰყვება აქტივისტი, რომელიც გორში ნიღბიანმა პირებმა გაიტაცეს

"უნდა მოგკლათო, კასტეტით მცემდნენ,  ჯიბიდან ტელეფონი ამომივარდა, აიღეს და თავში ჩამარტყეს" - რას ჰყვება აქტივისტი, რომელიც გორში ნიღბიანმა პირებმა გაიტაცეს

გორში ნიღბიანმა პირებმა სამოქალაქო აქტივისტი ვახო ფიცხელაური გაიტაცეს და გაუსწორდნენ. როგორც ვახო ამბობს, მას მოკვლით ემუქრებოდნენ. ფიცხელაურს ჩამტვრეული ნეკნი და თავზე არაერთი დაზიანება აქვს. საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა...

  • "წამითაც არ შემშინებია, ვიცოდი, ყველა დარტყმას რისთვის ვიღებდი და თქვენ წარმოიდგინეთ, ველოდი კიდეც. რომელ შიშზეა ლაპარაკი, წლებია, გაცნობიერებული მაქვს, რა მინდა და რისთვის ვიბრძვი. მე სასწორზე მაქვს დადებული ჩემი სიცოცხლე..."

- რუსთაველზე გორიდან ჩემი მანქანით დავდივარ და სხვებიც დამყავს. აქამდე 2-ჯერ დამაჯარიმეს (1000-1000-ლარიანი ჯარიმები გამომიწერეს გზის გადაკეტვის ბრალდებით, რაც ფონდებმა გადამიხადეს). დარბევაში არასდროს მოვყოლივარ, მაგრამ რაღაცნაირად ველოდი ამ ამბავს, რომელიც ჩემს ეზოშივე მოხდა. სამსახურიდან სახლში გადავედი, ახლოს მაქვს მაღაზია, ნახევარი საათი გავჩერდი, ჩემს 2 და 4 წლის პატარებს ვეთამაშე. იმ დღეს აქციაზე ვერ ვახერხებდი წასვლას. ამ დროს სტუმრები მოვიდნენ და მეუღლემ მთხოვა, მარკეტიდან პროდუქტი ამომეტანა. სახლიდან რომ გამოვედი, ჩემი მანქანის უკან სამარშრუტო მანქანა "ფორდ ტრანზიტს" გასასვლელი ჰქონდა ჩახერგილი. მძღოლმა მთხოვა, მოდი, ძმურად, ვერ ვქოქავთ და მიწოლაში დაგვეხმარეო. მეც დავიწყე მიწოლა და უცებ მანქანიდან მეორე გადმოხტა, საბარგულს ახადა, ხელი მკრა და შიგნით შემაგდო.

სამნი იყვნენ და როცა მანქანაში ჩამაგდეს, სამივემ ნიღაბი აიფარა. ვეკითხებოდი, ამიხსენით, ვინ ხართ, რა გინდათ-მეთქი. არაფერი გვინდა, ვიცით, ვინც ხარ და უნდა მოგკლათო. გამეტებით მირტყამდნენ, კასტეტით მცემდნენ, მე სახეს ვიფარავდი. ამასობაში ჯიბიდან ტელეფონი ამომივარდა, აიღეს და თავში რამდენჯერმე ჩამარტყეს. ყველაფერი წამართვეს - საფულე, გასაღები, ტელეფონი, ყურსასმენები, ანუ თან გამძარცვეს. მერე მოშორებულ ადგილზე წამიყვანეს, სადაც მინდორი და ბარაკებია, გზადაგზა კი ცემას განაგრძობდნენ. სახეზე ხელს ვიფარებდი, ისინი კი მეუბნებოდნენ, სახეს ტყუილად მალავ, მაინც უნდა დაგამახინჯოთო. ისე ვიყავი ნაცემი, რომ არ ეგონათ წინააღმდეგობას თუ გავუწევდი. მანქანა როცა გააჩერეს და საბარგულს ახადეს, ფორთხვით მარცხენა ფეხი ჩამოვყავი და ყვირილი დავიწყე.

ცოტა დაიბნენ, მეორე ფეხსაც ძალა დავატანე და ვისაც შიგნით ვეჭირე, ხელი გავაშვებინე, გადმოვხტი, მაგრამ გაქცევის თავი არ მქონდა, დავიხარე, ვითომ ქვას ვიღებდი და ამ დროს ყვირილს მოვუმატე. ჩემს ბედზე ვიღაცამ კოტეჯში შუქი აანთო და ეგრევე გაიქცნენ. არ ვიცი, ვინ იყვნენ, მაგრამ აუცილებლად გავარკვევ....წაიკითხეთ სრულად