ლიეტუვამ, ესტონეთმა და ლატვიამ თავიანთი ელექტროსისტემები რუსეთის ელექტრო ქსელიდან გამოთიშეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროები ავრცელებენ.
ბალტიისპირეთის ქვეყნები ევროკავშირის ელექტრო სისტემას ხვალ შეუერთდებიან.
„დღეს ევროპული ინტეგრაციისთვის კიდევ ერთი ისტორიული დღეა. ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია რუსეთის ელექტრო ქსელს გამოეთიშნენ“, - აღნიშნავს ესტონეთის საგარეო უწყება.