ავტორი:

491 დღიანი ტყვეობიდან გათავისუფლდა კაცი, რომელსაც "ჰამასელებმა" ცოლ-შვილი დაუხოცეს  - "მისი თვალებიდან სინათლე გაქრა"

491 დღიანი ტყვეობიდან გათავისუფლდა კაცი, რომელსაც "ჰამასელებმა" ცოლ-შვილი დაუხოცეს  - "მისი თვალებიდან სინათლე გაქრა"

"ჰამასმა“ მძევლები, 52 წლის ელი შარაბი, 34 წლის ორ ლევი და 56 წლის ოჰად ბენ ამი, 491 დღიანი ტყვეობის შემდეგ გაათავისუფლა და „წითელ ჯვარს“ გადასცა. ისინი პირველად შემოწმებას გაივლიან ღაზას საზღვართან მდებარე ისრაელის სამხედრო დაწესებულებაში, რის შემდეგაც მათ ვერტმფრენით ისრაელის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანენ.

  • ცნობისთვის, 19 იანვრიდან, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან, „ჰამასმა“ ისრაელს 18 მძევალი გადასცა, რის სანაცვლოდაც ისრაელმა ციხეებიდან ასობით პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.

შარაბის ადვოკატის განცხადებაში ნათქვამია: „მოხარულნი ვართ, რომ 16-თვიანი ტყვეობის შემდეგ, ელი შარაბი დღეს, შაბათს, 2025 წლის 8 თებერვალს, გაათავისუფლეს".

  • შარაბი ტყვედ აიყვანეს Kibbutz Beeri-დან, ტერორისტებმა მისი მეუღლე და ქალიშვილები მოკლეს. ტყვეობაში გარდაიცვალა მისი ძმა, იოსი შარაბი.

"დამოუკიდებლად დადის, მაგრამ გაფითრებული და გამხდარია. ვფიქრობ, უბრალოდ შუქი გაქრა მისი თვალებიდან. ტყვეობამდე მისტერ შარაბი ყოველთვის ღიმილიანი და ბედნიერი ადამიანი იყო. ოჯახმა ჯერ არ იცის, რა დრო დასჭირდება გამოჯანმრთელებისთვის, მაგრამ მოუწევს ცოლისა და ორი ქალიშვილის დაკარგვასთან შეგუება."

სოციალური მუშაკების, ფსიქიატრების, დიეტოლოგების და სპეციალისტი კლინიცისტებისგან შემდგარი მრავალდისციპლინური გუნდი მზად არის მის დასახმარებლად.

წყარო