არსებული ინფორმაციით, ქუთაისში, მოსამართლის სახლთან ჟურნალისტ მზია ამაღლობელის პატიმრობის გამო საპროტესტო შეკრებისთვის, აქციის 9 მონაწილეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.
პოლიცია მათ, სავარაუდოდ, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას ედავება.
არსებული ინფორმაციით, საქმეზე სხდომა ორშაბათს, 10 თებერვალს, 12:00 საათზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში უნდა გაიმართოს.
„ინტერპრესნიუსი“ დამატებით დეტალებზე პასუხს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ელოდება.