ავტორი:

UFC-ის სადებიუტო ბრძოლა მოგებულია - ალექსანდრე თოფურიამ მეტოქე დაამარცხა (ვიდეო)

UFC-ის სადებიუტო ბრძოლა მოგებულია - ალექსანდრე თოფურიამ მეტოქე დაამარცხა (ვიდეო)

კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის წარმატება UFC-ში. ამჯერად ალექსანდრე თოფურიამ თავისი სადებიუტო ბრძოლა მოიგო, მან მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ავსტრალიელი კოლბი თიქნესი დაამარცხა.

ალექსანდრემ მეტოქეს სამივე რაუნდი მოუგო. ავსტრალიელისთვის კი კარიერაში ეს პირველი მარცხი იყო.

ბრძოლის დროს ქართველთან იყო მისი ძმა UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია და UFC-ის კიდევ ერთი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი.

Fuck it imma say it,

He’s more well rounded than his brother#UFC312
pic.twitter.com/GXS9ru5SjX
— Kenny Okoye🇳🇬 (@TruthfulUfcFan) February 9, 2025

"რეალობა ხანდახან ჩვენი სურვილებისგან განსხვავდება. კოლბიმ შესანიშნავი ბრძოლა აჩვენა, ის საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგეა. როდესაც ემზადები ჩხუბისთვის, უნდა გქონდეს სტრატეგია, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება ერთმა დარტყმამ ყველაფერი შეცვალოს.

მე ვარ MMA-ს მებრძოლი და არა მოკრივე - ზოგჯერ დარტყმებს ვიყენებ, ზოგჯერ კი ჭიდაობას. დღეს ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიყავი. თიქნესი ამბობდა, რომ ღრმა წყალში შემიყვანდა, მაგრამ ხომ დაინახეთ, ღრმა წყალში ვინ აღმოჩნდა?!", - განაცხადა ქართველმა მებრძოლმა.