ავტორი:

"მას სურს, რომ ხალხი აღარ იხოცებოდეს" - დონალდ ტრამპი ამბობს, რომ პუტინს ტელეფონით ესაუბრა: საუბრის რა დეტალებს ასაჯაროებს აშშ-ის პრეზიდენტი

"მას სურს, რომ ხალხი აღარ იხოცებოდეს" - დონალდ ტრამპი ამბობს, რომ პუტინს ტელეფონით ესაუბრა: საუბრის რა დეტალებს ასაჯაროებს აშშ-ის პრეზიდენტი

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, ის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა, რათა ეცადა "მოლაპარაკება უკრაინაში ომის დასრულების შესახებ". ამის შესახებ ტრამპმა The Post-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში თქვა.

ტრამპს არ უთქვამს, თუ როდის ესაუბრა პუტინს, ან რამდენ ხანს გაგრძელდა სატელეფონო დიალოგი.

  • "პუტინს სურს, რომ ამ ბრძოლაში ხალხი აღარ იხოცებოდეს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ "3-წლიანი ომი არასდროს მოხდებოდა ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო 2022 წელს". მისი თქმით, პუტინთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

აშშ-ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა წინამორბედი, ჯო ბაიდენი და მას "ერის სირცხვილი" უწოდა.

  • "მე მაქვს ომის დასრულების გეგმა და იმედია რომ ეს სწრაფად მოხდება. ხალხი ყოველ დღე კვდება", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ცნობისთვის, ამ საუბროს შესახებ არც კრემლს და არც თეთრ სახლს ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.

წყარო