ავტორი:

"არ მინდა ამის გაკეთება, მას საკმარისი პრობლემები აქვს ცოლთან. მეგან მარკლი საშინელი ადამიანია" - დონალდ ტრამპი პრინც ჰარის დეპორტაციაზე

"არ მინდა ამის გაკეთება, მას საკმარისი პრობლემები აქვს ცოლთან. მეგან მარკლი  საშინელი ადამიანია" - დონალდ ტრამპი პრინც ჰარის დეპორტაციაზე

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამორიცხავს პრინც ჰარის დეპორტაციას, მიუხედავად იმისა, რომ მის საემიგრაციო სტატუსთან დაკავშირებული სასამართლო დავა გრძელდება.

  • New York Post-თან მიცემულ ინტერვიუში, ტრამპმა განაცხადა, რომ არ სურს ჰარის წინააღმდეგ რაიმე ნაბიჯის გადადგმა. "არ მინდა ამის გაკეთება. მარტო დავტოვებ. მას უკვე საკმარისი პრობლემები აქვს ცოლთან. ის (მეგან მარკლი) საშინელი ადამიანია", – აღნიშნა ტრამპმა.

ამავდროულად, როგორც New York Post-ი წერს, ტრამპმა კიდევ ერთხელ გამოხატა სიმპათია ჰარის უფროსი ძმის, პრინც უილიამის მიმართ და მას "მშვენიერი ახალგაზრდა მამაკაცი“ უწოდა. ტრამპსა და უილიამს პირადი შეხვედრა ჰქონდათ პარიზში, 2024 წლის დეკემბერში, ნოტრ-დამის აღდგენილი საკათედრო ტაძრის გახსნის ცერემონიაზე".

სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია უკვე წლებია ტრამპის ღია კრიტიკოსები არიან.. მეგან მარკლმა ადრე მას "გამყოფი ფიგურა“ და "მიზოგინი“ უწოდა, ხოლო ტრამპმა არაერთხელ დასცინა ჰარის და თქვა, რომ "ცოლის მონაა“. New York Post-ის ინფორმაციით, ტრამპი ამბობს: "მგონია, რომ საწყალი ჰარი მეგანს ცხვირწინ დაჰყავს.“

შეგახსენებთ, რომ მემკვიდრეობის ფონდმა ეჭვქვეშ დააყენა ჰარის გულწრფელობა აშშ-ის ვიზის მიღების პროცესში, რადგან დამალა, რომ წარსულში მოიხმარდა კოკაინს, კანაფსა და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს.

ფონდის წარმომადგენელმა, ნაილ გარდინერმა თქვა: "ყველა, ვინც აშშ-ის ვიზას იღებს, განაცხადში სიმართლეს უნდა წერდეს. ჯერჯერობით გაურკვეველია, მოიქცა თუ არა ასე პრინცი ჰარი,“ – წერს New York Post.

ამავე ფონდის განცხადებით, არსებობს ეჭვი, რომ ჰარიმ ბაიდენის ადმინისტრაციისგან განსაკუთრებული მხარდაჭერა მიიღო, როდესაც 2020 წელს, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის დატოვების შემდეგ, მეუღლესთან ერთად კალიფორნიაში გადასახლდა.