ყოველწლიური Invictus Games-ის გახსნის ცერემონიაზე კრის მარტინმა შეკრებილი ხალხის გასამხიარულებლად პრინცი ჰარისა და მისი სატელეფონო ზარის შესახებ ისტორია მოყვა.
8 თებერვალს გამართულ Invictus Games-ის გახსნის ღონისძიებაზე Coldplay-ის ფრონტმენი სიმღერებს შორის მსმენელების გამხიარულებას ცდილობდა, რა დროსაც მან ღონისძიების დამაარსებლის, სასექსის ჰერცოგის შესახებ სახალისო ისტორიაც გაიხსენა.
კრის მარტინმა პრინც ჰარის მადლობა გადაუხადა: "მადლობა მინდა ვუთხრა, რა თქმა უნდა, პრინც ჰარის. როცა დამირეკა, ასე მითხრა, რომ ჩემამდე მსოფლიოს ყველა სხვა მუსიკოსს დაურეკა და არავის ეცალა და ამიტომ, იძულებული გახდა, ისევ ჩემთან დაერეკა. ბოლოს ვუთხარი, რომ ჩემთვის ეს დიდი პატივი იქნებოდა".

ხუმრობის შემდეგ კრისმა უფრო სერიოზული ტონით განაგრძო: "გმადლობ, ჰარი, რომ ასეთი შთამაგონებელი ლიდერი და კეთილი ადამიანი ხარ. იმედი მაქვს, რომ გასაოცარი თმაშის მომსწრენი გახდებით. ჩემთვის აქ ყოფნა დიდი პატივია."

Invictus Games-ის გახსნის ცერემონია ვარსკვლავებით იყო დატვირთული, მათ შორის იყო კეტი პერი, ნოა კაჰანი, ნელი ფურტადო და როქსან ბრუნო.
წყარო: people
მოამზადა: ანა სიბოშვილმა