ავტორი:

“იარაღით, 10-მდე ჭრილობა მიაყენა 37 წლის კაცს, რომელიც მისი ნათელ-მირონი იყო,“ - თევდორე მღვდლის ქუჩაზე, კაცი საკუთარ სახლში ჩაცხრილეს: რა ხდება ცნობილი

“იარაღით, 10-მდე ჭრილობა მიაყენა 37 წლის კაცს, რომელიც მისი ნათელ-მირონი იყო,“ - თევდორე მღვდლის ქუჩაზე, კაცი საკუთარ სახლში ჩაცხრილეს: რა ხდება ცნობილი

საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1-ელ თებერვალს, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც, მიყენებული დაზიანების შედეგად პირი ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-მ ეჭვმიტანილი დააკავა. “ტვ პირველი“ მომხდარის დეტალებს ასაჯაროებს.

არსებული ინფორმაციით, “მკვლელობა ბათუმისა და თევდორე მღვდლის ქუჩების კვეთაზე მოხდა. 34 წლის მამაკაცი მეორე სართულზე დღის ექვს საათზე ისე აიპარა, რომ ვერავინ შენიშნა.

იარაღი ესროლა საცხოვრებელ სახლში მყოფ ძაღლს და შემდეგ 37 წლის კაცს, რომელიც მისი ნათელ-მირონი იყო. მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ათამდე ჭრილო მიაყენა. შემდეგ კი გაიქცა,“ - აღნიშნავს ჟურნალისტი.

ადგილობრივები მოტივად შურისძიებას ასახელებენ. მათი თქმით, პირებს შორის კონფლიქტი რამდენიმე თვის განმავლობაში არსებობდა.

ეჭვმიტანილი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

იხილეთ ასევე: