ავტორი:

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა - რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა - რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა - რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.

დემონსტრანტები სკანდირებენ: "გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები", “ცეცხლი ოლიგარქიას”.

პროტესტის 74-ე დღესაც მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

მიმდინარე აქციას დღეს შეუერთდა სერიალ “შუა ქალაქის ფანების” მარშიც.

მანამდე, რუსთაველის გამზირის გარკვეულ პერიმეტრზე სამართალდამცველების კორდონი იდგა.