რუსულმა ძალებმა უკრაინის დონეცკის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაშავდა.
დონეცკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვადიმ ფილაშკინის განცხადებით, კონსტანტინოვკაში ოთხი ავიაიერიში განხორციელდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად, კრამატორსკში ორი ადამიანი დაშავდა.
ამასთან, რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ სუმს შაჰედის დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც მაღალსართულიანი შენობები და ავტომობილები დაზიანდა, დაშავდა ერთი ადამიანი.
საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში განაცხადეს, რომ რუსული უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმის შედეგად ხუთი სახლი და 15 მანქანა დაზიანდა.
რუსებმა დრონებით დედაქალაქ კიევსაც შეუტიეს. სოლომენსკის რაიონში დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად არასაცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა.