ავტორი:

მზია ამაღლობელის პატიმრობის გაპროტესტების გამო დღეს 9 ადამიანს გაასამართლებენ: მათ შორის ნინო ქათამაძეს, მაია ცირამუასა და ვლადიმერ აფხაზავას

მზია ამაღლობელის პატიმრობის გაპროტესტების გამო დღეს 9 ადამიანს გაასამართლებენ: მათ შორის ნინო ქათამაძეს, მაია ცირამუასა და ვლადიმერ აფხაზავას

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან 26 იანვარს გამართული 30-წუთიანი აქციის გამო პოლიციამ რეაგირება 6 თებერვალს გადაწყვიტა, შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ჟურნალისტ მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობის გაპროტესტების გამო, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა აქციის 9 მონაწილეს. აქედან გამომდინარე დღეს ქუთაისში სასამართლო სხდომა გაიმართება, "ბრალდებულები" კი შემდეგი ადამიანები არიან:

  • გელა მთივლიშვილი - ჟურნალისტი, საქართველოს ამბები / მთის ამბების რედაქტორი;
  • ნინო ქათამაძე - მუსიკოსი, "ნინო ქათამაძის ფონდის“ დამფუძნებელი;
  • ვლადიმერ აფხაზავა - მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი;• ხვიჩა ვაშაყმაძე - ჟურნალისტი;• ქეთევან ფილაური - ფსიქოლოგი;
  • მაია ცირამუა - ფსიქოლოგი
  • ქეთი ფილაური - ფსიქოლოგი
  • ხვიჩა ვაშაყმაძე - ჟურნალისტი
  • ირინა ზარანდია - სამოქალაქო აქტივისტი
  • გივი ცინცაძე - ლანჩხუთის საკრებულოს წევრი
  • ეკა კუხალაშვილი - "ქუთაისი პოსტის“ ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, მალხაზ ოქროპირაშვილი სწორედ ის მოსამართლეა, რომელმაც არ განიხილა "ბათუმელებისა“ და "ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი უკანონო დაპატიმრებასთან დაკავშირებით, რითაც მზია პოლიტიკურ პატიმრობაში დატოვა.

მისი გადაწყვეტილების გამპროტესტებელთა სხდომა ორშაბათს, 10 თებერვალს, 12:00 საათზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. საქმეს მოსამართლე ციცინო მოსიძე განიხილავს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა პირველი მუხლის მესამე ნაწილი, სასჯელის სახით 15 დღემდე ვადით დაპატიმრებას ითვალისწინებს. კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით, იგივე ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან 60 დღემდე ვადით პატიმრობას. შეკრების მონაწილეთა ინტერესებს სასამართლოში სოციალური სამართლიანობის ცენტრის ადვოკატები დაიცავენ.

მზია ამაღლობელი 30-ე დღეა შიმშილობს და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ის ციხიდან სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი.

პროკურატურა მას პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმას ედავება. მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.