ოპტიმო გაყიდვებისა და მარაგების აღრიცხვის პროგრამაა მაღაზიებისა და კვების ობიექტებისთვის, რომელიც ეხმარება როგორც ბიზნესის მფლობელს, ასევე მენეჯერსა და მომუშავე გუნდს წარმართოს მუშაობის პროცესი უფრო მარტივად და გონივრულად.
რა იგულისხმება ამაში? ქვემოთ გთავაზობთ იმ ფუნქციონალს, რითიც ოპტიმო გაგიმარტივებთ კვების ობიექტისა და ნებისმიერი ტიპის მაღაზიის კონტროლს.
მოლარის მარტივი პროგრამა
ოპტიმო გამოირჩევა მოლარის მარტივი პროგრამით, რითაც ეხმარება მოლარეს სწრაფად აწარმოოს გადახდები, გადაამოწმოს მარაგები პროგრამულად, აკონტროლოს რიგები - არ შეაყოვნოს მომხმარებელი, თუ წინა გადამხდელი შეფერხდება, დაადასტუროს შეკვეთები მომწოდებლებისგან, გაატაროს პროდუქცია ფოტოთი, ან დასახლებით, მაშინაც კი როცა სკანერი შტრიხკოდს ვერ აღიქვამს და ა.შ.
შეკვეთების მარტივად და სწრაფად მიღება
დატვირთულ საათებში და არა მხოლოდ, კვების ობიექტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად და დაბრკოლებების გარეშე მიიღონ შეკვეთები. ამის საშუალებას იძლევა ოპტიმოს რესტორნის პროგრამა. რადგან ოპტიმოში რამდენიმე წამში შეგიძლია მოძებნო სასრუველი კერძი - ფოტოთი, კატეგორიით, ან დასახელებით. საჭიროების შემთხვევაში დაამატო ექსტრა ინგრედიენტი, რომლის ღირებულბაც ცალკე დაემატება კერძს. ან მომხმარებლისთვის არასასურველი ინგრედიენტის გარეშე მიიღო შეკვეთა. კერძის მოდიფიცირებული ვარიანტი კი დეტალურ ქვითრით ამოვა სამზარეულოს მხარეს.

შემოსავლების კონტროლი
ოპტიმოს საშუალებით ნებისმიერ დროს შეგიძლიათ აკონტროლოთ შემოსავლები - გაყიდვები, შესყიდვები, მომგებიანობა. ოპტიმოთი მარტივად განსაზღვრავთ ყოველი გაყიდული კერძის შემდეგ დარჩენილ მარაგს. ხოლო იმ პროდუქტებისთვის, რომელიც გეწურებათ პროგრამაშივე აწარმოებთ შესყიდვებს. კვების ობიექტის პროგრამა გეხამრებათ, რომ თვისა და დღის შემოსავალს დეტალურად ადევნოთ თვალი - თქვენთვის სასურველი ლოკაციიდან, რასაც უზრუნველყოფს ქლაუდი.
გამარტივებული შესყიდვები
ოპტიმოს ინტეგრირება შესაძლებელია RS.GE-სთან რითაც ამარტივებს ზედნადებების ატვირთვისა და დადასტურების პროცესს, რაც ამარტივებს შესყიდვების პროცესს, მეტიც, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ზედნადებების კორექტირებაც.
დისტანციური მართვა
ოპტიმო ქლაუდზე დაფუძნებული პროგრამაა, რითაც იძლევა საშუალებას, რომ მართოთ თქვენი ბიზნესი მაშინაც კი, როცა ფიზიკურად მისგან შორს იმყოფებით. გარდა ამისა, შეუძლებელია საჭირო ინფორმაციის დაკარგვა, რადგან ის იტვირთება ონლაინ სივრცეში და ხელმისაწვდომია მხოლოდ თქვენთვის და თქვენს მიერ მინდობილი პირებისთვის.
აღსანიშნავია, რომ სავაჭრო ობიექტებისთვის საჭირო ამ მნიშვნელოვანი პროგრამით სარგებლობა თვეში სულ რაღაც 40 ლარიდანაა შესაძლებელი, თუმცა, მანამ სანამ თანამშრომლობას დაიწყებთ, ოპტიმო გაძლევთ საშუალებას, რომ 14 დღის განმავლობაში სრულიად უფასოდ გამოცადოთ, მოირგოთ და შემდეგ დაიწყოთ ღირებულების გადახდა.
ეწვიეთ საიტს optimo.ge და მართეთ ბიზნესი მარტივად.
R