რუსთაველის გამზირზე "გახარია საქართველოსთვის“ გუნდის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი, სავარაუდოდ, პოლიციამ დააკავა.
რუსთაველის გამზირზე სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის უფლებას არ აძლევენ. პარლამენტის წინა პერიმეტრზე პოლიციას კორდონი აქვს გაკეთებული, შესაბამისად, მომიტინგეებს არ ეძლევათ შესაძლებლობა უშუალოდ, გზის სავალ ნაწილზე გააგრძელონ პროტესტი. დემონსტრანტები სკანდირებენ: “არ გავჩერდებით, ჩანიშნე არჩევნები”, "გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები", “ცეცხლი ოლიგარქიას”, “არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა”. პროტესტის 75-ე დღესაც მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.