ავტორი:

"ეს უდიდესი ტრაგედიაა" - ავტობუსი ხიდიდან გადავარდა, დაიღუპა 50 ადამიანი: უმძიმესი ავტოავარია გვატემალაში (ფოტოები)

"ეს უდიდესი ტრაგედიაა" - ავტობუსი ხიდიდან გადავარდა, დაიღუპა 50 ადამიანი: უმძიმესი ავტოავარია გვატემალაში (ფოტოები)

გვატემალაში, ავტობუსის ხევში გადავარდნის შედეგად, სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას მედია გვატემალის დედაქალაქის სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსში 75 ადამიანი იმყოფებოდა.

გვატემალის დედაქალაქის მერის, რიკარდო კინიონესის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ.

როგორც მედია წერს, ხალხით სავსე ავტობუსი ხიდიდან გადავარდა.

"ეს უდიდესი ტრაგედიაა, სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, მათი ტკივილი ჩემი ტკივილია", - ამბობს ქვეყნის პრეზიდენტი ბერნარდო არევალო.