ავტორი:

"საერთაშორისო გამჭვირვალობის" რადიკალური დღის წესრიგის უკან შვედეთის ხელისუფლების დაფინანსება დგას" - რას წერს პაპუაშვილი

"საერთაშორისო გამჭვირვალობის" რადიკალური დღის წესრიგის უკან შვედეთის ხელისუფლების დაფინანსება დგას" - რას წერს პაპუაშვილი

"საერთაშორისო გამჭვირვალობის" რადიკალური დღის წესრიგის უკან შვედეთის ხელისუფლების დაფინანსება დგას - შვედეთის პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ერიკ ოტოსონი კი ღიად მოუწოდებს მაიდნისკენ და რადიკალიზაციისკენ",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქზე“ წერს და შვედეთის პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ერიკ ოტოსონის ინტერვიუს ნაწყვეტს აზიარებს, რომელიც 2024 წლის 11 ნოემბრით თარიღდება.

  • პაპუაშვილი თქმით, ყველა „რადიკალი „ენჯეოს“ უკან, რადიკალი დონორი დგას“.

"ყოველი რადიკალი „ენჯეოს“ უკან, რადიკალი დონორი დგას. "საერთაშორისო გამჭვირვალობის" რადიკალური დღის წესრიგის უკან შვედეთის ხელისუფლების დაფინანსება დგას.

შვედეთის ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ერიკ ოტოსონი ღიად მოუწოდებს მაიდნისკენ და რადიკალიზაციისკენ. მის ამ განცხადებას, შვედეთიდან, არავინ გამიჯვნია“, - წერს პაპუაშვილი.