"დონალდ ტრამპის მუქარა საქმეს კიდევ უფრო ართულებს", - ამის შესახებ "ჰამასის“ წარმომადგენელმა, სამი აბუ ზუჰრიმ განაცხადა.
შეგახსენებთ, "ჰამასმა“ გუშინ ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის პირობების დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მძევლებისა და პატიმრების მომდევნო გაცვლა განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი "ჰამასს“ დაემუქრა და ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის გაუქმებისკენ მოუწოდა, იმ შემთხვევაში, თუ "ჰამასი“ ღაზაში დარჩენილ მძევლებს შაბათს არ გაათავისუფლებს.