ავტორი:

მოჩვენება თუ მიწისძვრის სინათლე: მეცნიერმა 1950-იანი წლების საიდუმლო ამოხსნა - "ადამიანები ამბობდნენ, რომ ლიანდაგების თავზე საშიშ ნათებას ხედავდნენ"

მოჩვენება თუ მიწისძვრის სინათლე: მეცნიერმა 1950-იანი წლების საიდუმლო ამოხსნა - "ადამიანები ამბობდნენ, რომ ლიანდაგების თავზე საშიშ ნათებას ხედავდნენ"

მეცნიერს მიაჩნია, რომ მან სამხრეთ კაროლინის ქალაქში მოჩვენების გამოჩენის ათწლეულების წინანდელი საიდუმლო ამოხსნა.

  • 1950-იანი წლებიდან სამერვილში, სამხრეთ კაროლინაში, ხალხი ჰყვებოდა ისტორიებს მოჩვენების შესახებ, რომელიც Old Sheep Island Road-ის მახლობლად მიტოვებულ სარკინიგზო ლიანდაგებზე დადიოდა, რომელსაც ადგილობრივები Old Light Road-ს უწოდებენ.

ლეგენდის თანახმად, კაცს, რომელიც რკინიგზაზე მუშაობდა თუ მგზავრობდა, მატარებელმა დაარტყა და მოკლა, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ, მისმა მეუღლემ ამ ტერიტორიაზე მოჩვენებად სიარული დაიწყო - ფანრით ხელში.

ადამიანები ამბობდნენ, რომ ლიანდაგების თავზე საშიშ ნათებასა და უცნაურ სინათლეებს ხედავდნენ, რომლებიც თითქოს ჰაერში ლივლივებდნენ და ზოგჯერ მათკენ მიემართებოდნენ ან ზომაში იზრდებოდნენ.

სინათლეები ჩვეულებრივ აღწერილია როგორც პატარა, ბურთის ფორმისა და ლურჯი ან მწვანე ფერის, თუმცა ზოგჯერ წითელი ან თეთრი ბურთებიც უნახავთ.

ადგილობრივები ასევე ამბობენ, რომ უნახავთ მანქანების რყევა, კარების ხმაური და ჩურჩულის ხმები, რომლებიც სახლებთან და შენობებთან რკინიგზის ხაზის გასწვრივ ისმის.

მიუხედავად იმისა, რომ მოჩვენების ისტორია გრძელდებოდა, დოქტორ სიუზან ჰოუს, გეოფიზიკოსს მიწისძვრის საფრთხეების პროგრამიდან, მიაჩნია, რომ პარანორმალური აქტივობას შეიძლება ბუნებრივი ახსნა ჰქონდეს.

2023 წელს, მეცნიერმა და მისმა კოლეგამ "აღმოაჩინეს გადახრა სამხრეთ კაროლინის რკინიგზის ლიანდაგებში", რაც მიუთითებდა, რომ ისინი შეიძლება გეოგრაფიული რღვევის ხაზზე ყოფილიყო აშენებული და მოჩვენებები, რომლებზეც ადამიანები ამბობენ, რომ ხედავენ, სინამდვილეში, მცირემასშტაბიანი მიწისძვრების შემდგომი ეფექტებია.

ტერიტორიის სეისმოლოგიის შესწავლისას, მან აღმოაჩინა წიგნი, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი 6.6-დან 7.3-მდე მაგნიტუდის მიწისძვრა, რომელიც ახლომდებარე ჩარლსტონში, 1886 წლის 1 სექტემბერს მოხდა.

  • New York Times-ის თანახმად, მოვლენის ისტორიული ჩანაწერი ხსნიდა, თუ როგორ გადაადგილდა სამერვილის სამხრეთით მდებარე სარკინიგზო ხაზი დაახლოებით 15 ფუტით - რაც მიუთითებდა, რომ ის მიწისძვრის რღვევის ხაზზე იყო აშენებული.

დოქტორმა ჰოუმ Science-ს განუცხადა: "არსებობდა საგაზეთო სტატიები სამერვილის სინათლის შესახებ. და წიგნები, როგორიცაა “მოჩვენებებით სავსე სამერვილი”. თავიდან ამაზე დიდად არ მიფიქრია. შემდეგ, გასულ ოქტომბერში, USGS-ის საინფორმაციო ბიულეტენში გამოქვეყნდა პატარა სტატია საშიშ მეცნიერებაზე. ამან კვლავ დამაფიქრა მოჩვენებების ისტორიებზე. და ზოგიერთი დეტალი პირდაპირ ყვიროდა მიწისძვრის ფენომენზე."

მან ახსნა, რომ მანქანების რყევა შეიძლება, გამოწვეული იყოს "მიწისძვრებით ზედაპირულ წყაროსთან," ან ბიძგებით, რომლებიც დედამიწის ზედაპირიდან 40 მილის ფარგლებში ხდება.

მსგავსად, დოქტორი ჰიუ თვლის, რომ მანათობელი ბურთები, რომლებიც ადამიანებს მოჩვენების ფანარი ჰგონიათ, სინამდვილეში შეიძლება, "მიწისძვრის სინათლეები" იყოს.

მიწისძვრის სინათლეები ოპტიკური ფენომენია, რომელიც ცაში სეისმური აქტივობის ადგილების მახლობლად ჩნდება.

  • მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებისთვის გაურკვეველია, რა იწვევს მიწისძვრის სინათლეებს, დოქტორი ჰიუ აყენებს თეორიას, რომ ეს დედამიწიდან გაზის გამოთავისუფლების გამო ხდება.

"აღმოჩნდა, რომ ისინი ყველგან არიან. სინათლეები დაფიქსირებულია უილმინგტონში და კაროლინების სხვა ადგილებშიც. იქნებ ეს “მოჩვენებები” ზედაპირულ აქტიურ რღვევებს ანათებენ. მათი შესწავლა შეუძლებელია, რადგან მოქმედების პროცესში ვერ დაიჭერ. მაგრამ არსებობს დამაჯერებელი თეორიები, რომლებიც შეიძლება, მათ ახსნას დაეხმაროს."

მეცნიერის თეორიით, ტერიტორიაზე ზედაპირულ მიწისძვრებს შეიძლება, წყალში ხსნადი გაზი გამოეთავისუფლებინა, როგორიცაა რადონი ან მეთანი, რომელიც შემდეგ სტატიკური ელექტრობის ნაპერწკალმა ან ქანების მოძრაობამ აანთო და მიწისძვრის სინათლეებად გადაიქცა.

გარდა ამისა, მისი თეორია ასევე გვთავაზობს, რომ სინათლეები შეიძლება, გამოწვეული იყოს აალებადი გაზების აალებით, როდესაც ისინი ჟანგბადს ეხებიან.

"იქ ფოლადის გროვებია. ნაპერწკლები შეიძლება, ისტორიის ნაწილი იყოს. შესაძლებელია, რკინიგზები სხვა მიზეზითაც იყოს მნიშვნელოვანი. ისინი შეიძლება, ბუნებრივად მიჰყვებოდნენ რღვევის ხაზებს, რომლებმაც ლანდშაფტში დერეფნები გამოკვეთეს," - თქვა დოქტორმა.

რაც შეეხება ხმებს, რომლებსაც ადგილობრივები ისმენენ, ისინი შეიძლება მაღალი სიხშირის რყევის ხმებს მიეწეროს, რომლებიც ბიძგების შედეგად წარმოიქმნება.

"20-200 ჰერცი სიხშირის ბგერის ტალღები სმენად დიაპაზონშია," - დაწერა ჰოუმ კვლევაში, - “ამ სიხშირის ბგერა დაბალი სიხშირის ბგერად ითვლება. კვლევები ასევე გვთავაზობს, რომ ინფრაბგერითმა ხმაურმა, ანუ 20 ჰც-ზე დაბალი სიხშირის ხმაურმა, შეიძლება, შესამჩნევი შეგრძნებები გამოიწვიოს. მაგალითად, 1886 წლის ჩარლსტონის მიწისძვრის წინამორბედი ბიძგები, ზოგჯერ აღწერილი იყო, როგორც “დეტონაციები”, რაც მიუთითებს მაღალი სიხშირის ენერგიაზე ზედაპირული, ახლომდებარე წყაროდან. ვიმედოვნებ, რომ მოჩვენებების ისტორიები შეიძლება, სასარგებლო მიზანი იყოს გამოკვლევებისთვის, როგორც მიწისძვრის სინათლეების გასაგებად, ასევე ჩრდილ-აღმოსავლეთ ამერიკაში ზედაპირული აქტიური რღვევების იდენტიფიცირებისთვის."

წყარო