ავტორი:

“არ ვურთიერთობ კალაძესთან, ის ჩემთვის არ არსებობს“ - ანდრეი შევჩენკო

“არ ვურთიერთობ კალაძესთან, ის ჩემთვის არ არსებობს“ - ანდრეი შევჩენკო

უკრაინული მედია უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ანდრეი შევჩენკოს ციტატას ავრცელებს იმის შესახებ, რომ მას ყოფილ თანაგუნდელთან, კახა კალაძესთან, არავითარი კონტაქტი არ აქვს.

Tribuna.com-ის ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც კიევის “დინამოს“ ყოფილი მცველის და თბილისის ამჟამინდელი მერის კახა კალაძის პოლიტიკურ საქმიანობას შეეხებოდა, შევჩენკომ უპასუხა:

  • “მე არ ვურთიერთობ კალაძესთან. მე მხარს ვუჭერ ჩვენს პრეზიდენტს. კალაძე ჩემთვის არ არსებობს“, - განაცხადა შევჩენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კალაძის პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად.

ანდრეი შევჩენკო და კახა კალაძე წლების განმავლობაში კიევის “დინამოსა“ და “მილანში“ ერთად თამაშობდნენ და ახლო მეგობრები იყვნენ. ანდრეი შევჩენკო მონაწილეობდა 2013 წელს კახა კალაძის ფეხბურთიდან გაცილების მატჩში

აღსანიშნავია, რომ მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს მთავრობის 19 თანამდებობის პირს 10-წლიანი სანქციები დაუწესა.

“ეს სანქციები მიმართულია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების იმ სეგმენტის წინააღმდეგ, რომელიც ქვეყანას პუტინს გადასცემს. სწორედ ამაზეა საუბარი საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე. ჩვენ მოვუწოდებთ ევროპას, ამერიკას და მთელ მსოფლიოს იგივე გააკეთონ - იმოქმედონ გადამწყვეტად და პრინციპულად“, - გაავრცელა მაშინ უკრაინის პრეზიდენტმა.

“დაწესებული შეზღუდვების საპასუხოდ, კალაძემ განაცხადა, რომ - “ზელენსკი არ ეკუთვნის უკრაინას და უკრაინელ ხალხს, ის ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებს“, - ციტირებს უკრაინული სააგენტო.

იხილეთ ასევე: