ავტორი:

“თავიდან ბოლომდე არასწორი ადამიანი ხარ და ამ პატარა ინციდენტმა, ვიღაცის შეცდომამ მოგცა უფლება, რომ აქ იდგე და უაზრო კითხვები დაგვისვა" - ნინო წილოსანი გურამ როგავას

“თავიდან ბოლომდე არასწორი ადამიანი ხარ და ამ პატარა ინციდენტმა, ვიღაცის შეცდომამ მოგცა უფლება, რომ აქ იდგე და უაზრო კითხვები დაგვისვა" - ნინო წილოსანი გურამ როგავას

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ნინო წილოსანი, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმას პოლიციელის შეცდომას და ინციდენტს უწოდებს.

"სამწუხარო ინციდენტი იყო, თუმცა სამწუხარო იმიტომ იყო კიდევ უფრო მეტად, რომ თავიდან ბოლომდე არასწორი ადამიანი ხარ და ამ პატარა ინციდენტმა, ვიღაცის შეცდომამ მოგცა უფლება, რომ აქ [პარლამენტში] იდგე და რაღაც უაზრო კითხვები დაგვისვა", - პასუხობს წილოსანი.

  • როგავას შეკითხვაზე: “ინციდენტი იყო ეს? დაზუსტება მინდა“ - პარლამენტის წევრი კიდევ ერთხელ განმარტავს.

“კი ინციდენტი იყო, რამდენიმე ადამიანის შეცდომამ იმ ბევრ პოლიციელებში, თქვენ მოგცათ უფლება, რომ ყველანაირად არასწორი ადამიანები, დღეს იდგეთ და რაღაცა კითხვებს გვისვამდეთ... მადლობა,“ - აცხადებს ნინო წილოსანი.

შეგახსენებთ, 29 ნოემბერს აქციის დაშლისას, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ჟურნალისტ გურამ როგავას სპეცრაზმელი დაესხა თავს და მას თავის არეში ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.

იხილეთ ასევე: