10 000 ლარიანი მწარმოებლის ბონუსი ჰიუნდაის SUV მოდელებზე

10 000 ლარიანი მწარმოებლის ბონუსი ჰიუნდაის SUV მოდელებზე

ჰიუნდაი ავტო საქართველო მომხმარებლებისთვის სააქციო შეთავაზებას აგრძელებს. მაღალი გამავლობის მოდელების შეძენას 10 000 ლარიანი ფასდაკლებით შეძლებთ.

შეთავაზება ბრენდის ოთხ ბესტსელერ მოდელზე ვრცელდება:

ჰიუნდაის ავტომობილებზე მოქმედებს 5-წლიანი გარანტია ულიმიტო გარბენით, ჰიბრიდული ძრავის მქონე მოდელების შემთხვევაში კი, გარანტია ელემენტზე 7 წელი ან 150 000 კილომეტრია.

შეთავაზების ფარგლებში შესაძლებელი TRADE-IN-ით სარგებლობაც:

1. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი მოდელი შოურუმში;

2. შეაფასეთ არსებული ავტომობილი ჰიუნდაის ცენტრში და გამოიყენეთ ის თანამონაწილეობისთვის;

3. გაიყვანეთ ახალი ავტომობილი ცენტრიდან და დაფარეთ ფასთა შორის სხვაობა ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორებით ან საბანკო პროდუქტების გამოყენებით.

თრეიდ-ინით სარგებლობისთვის თქვენი ავტომობილი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

- ავტომობილის წარმოების წელი - 2015 წლიდან;

- შეძენის ადგილი - საქართველოში არსებული ნებისმიერ ავტორიზებული ცენტრი.

აქციის პირობებით სარგებლობის მსურველებს ჰიუნდაის ნებისმიერი მოდელის გამოცდა ტესტ-დრაივზე, წინასწარი რეგისტრაციით, შემდეგ ბმულზე შეუძლიათ: hyundai.ge/test-drive

„ჰიუნდაი ავტო საქართველო“ 1997 წლიდან Hyundai Motor Company-ის ოფიციალური დისტრიბუტორია. კომპანიის სათავო ოფისი, შოუ რუმსა და სერვის ცენტრთან ერთად, რომლებიც უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი და ტექნიკური მომსახურების ფართო ასორტიმენტს მოიცავს, თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის #204-ში მდებარეობს.

დეტალური ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ვებ ან ფეისბუქ გვერდებს: www.hyundai.ge https://www.facebook.com/hyundai.ge

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: *7799.

აჭარა მოტორსის მისამართი: მემედ აბაშიძის I შესახვევი, N2, ქობულეთი.

რუსთავის შოურუმის მისამართი: წითელი ხიდი-რუსთავის გზატკეცილი 21-ე კმ.

R