იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ერეკლე ღვინიანიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყებაში მინისტრის მოადგილის მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზებზე არ საუბრობენ.
ამასთან, ერეკლე ღვინიანიძე მინისტრის მოადგილის თანამდებობის გარდა, იუსტიციის სახლის კურატორიც იყო.