ავტორი:

მესამე დღეა 24 წლის გიგა დაუშვილს ეძებენ - რა დეტალები ხდება ცნობილი

მესამე დღეა 24 წლის გიგა დაუშვილს ეძებენ - რა დეტალები ხდება ცნობილი

თბილისში ოჯახის წევრები მესამე დღეა 24 წლის გიგა დაუშვილს ეძებენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ.

"დაიკარგა ჩემი ოჯახის ახლობელი, გიგა. გააზიარეთ პოსტი უმორჩილესად გთხოვთ ,მესამე დღეა ვეძებთ" - წერს მეგო ვიბლიანი "ფეისბუქზე".

  • როგორც მისი მეგობარი გვეუბნება, გიგა სახლიდან 9 თებერვალს გავიდა და მას შემდეგ მისი კვალი დაიკარგა.

"როგორც ვიცით, ბოლოს დიღმის ჭალებში იმყოფებოდა..." - ამბობს დაკარგული ბიჭის მეგობარი.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიცია.