ცნობილმა ბრიტანულ-ინდოელმა მწერალმა სერ სალმან რუშდიმ, რომელსაც 2022 წლის 12 აგვისტოს, დანით შეიარაღებული ახალგაზრდა მამაკაცი დაესხა თავს, სასამართლოზე ჩვენება მისცა.
2 წლის წინ, 2022 წელს სალმან რუშდი, ნიუ-იორკში, მკითხველის და სტუმრების წინაშე სიტყვით გამოდიოდა, როდესაც სცენაზე 27 წლის ჰადი მატარი თავს დაესხა. მწერალი მძიმე მდგომარეობაში, კლინიკაში ვერტმფრენით გადაიყვანეს, სადაც 17 დღე გაატარა. ის გადარჩა, თუმცა შედეგად ცალი თვალი დაკარგა.
თავდამსხმელი კი ადგილზევე დააკავეს.
იხილეთ თავდასხმის კადრები:
სასამართლო პროცესი თავდასხმის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში, ნიუ-იორკის შტატის სასამართლოში ახლა მიმდინარეობს.
სხდომა სამშაბათს დილით გაიმართა. მწერალმა მოსამართლეს და პროკურორს პირველი ჩვენება მისცა, სადაც თავდასხმის სასტიკი დეტალები გაიხსენა.
მრავალი წიგნის, 77 წლის ავტორმა ნაფიც მსაჯულებს უთხრა, რომ იმ დღეს, სცენაზე იჯდა და მზად იყო Chautauqua-ს ინსტიტუტში, აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსულიყო. სცენაზე გასვლისთანავე მან შენიშნა მამაკაცი, რომელიც მისკენ გარბოდა.
თავდამსხმელი აღწერა, როგორც მამაკაცი, რომელსაც “მუქი ტანსაცმელი ეცვა და სახეზე ნიღაბი ეკეთა.“
“მამაკაცის თვალები ბნელი იყო და ძალიან სასტიკი ჩანდა“, - გაიხსენა დაზარალებულმა. შემდეგ კი დააკონკრეტა, რომ “პირველი დარტყმა მარჯვენა ყბასა და კისერზე იგრძნო. თავიდან ეგონა, რომ მუშტი დაარტყეს. შემდეგ დაინახა, რომ ტანსაცმელი სისხლიანი იყო.“
“ყველაზე მტკივნეული იყო ჭრილობა თვალის არეში,“ - ამბობს სალმან რუშდი ინტერვიუში. შემდეგ იხსნის სათვალეს - "როგორც ხედავთ, ეს არის ის, რაც მისგან დარჩა... თავდასხმის დროს ცხადად მეგონა, რომ ომ ვკვდებოდი - ეს იყო ჩემი მთავარი აზრი" - განაცხადა მწერალმა მარჯვენა დაკარგულ თვალზე საუბრისას, რომელსაც მუქი ლინზის მიღმა მალავს.
1988 წელს სალმან რუშდიმ გამოაქვეყნა წიგნი “სატანური ლექსები“. ეს არის - სურეალისტური პოსტმოდერნული რომანი, რომელიც შთაგონებულია მუსლიმი წინასწარმეტყველის მუჰამედის ცხოვრებით.
მიუხედავად იმისა, რომ წიგნმა აღიარება მოიპოვა დასავლურ სამყაროში, ბევრმა მუსლიმანმა იგი მკრეხელობად მიიჩნია და ზოგიერთმა ქვეყანამ აკრძალა.
მაშინ მწერალი სიცოცხლის მოსპობის მრავალი მუქარის გამო, განსაკუთრებულ უსაფრთხოების ზომებს იცავდა და გარკვეული პერიოდი იმალებოდა კიდეც.
იხილეთ ასევე: