ავტორი:

მეცნიერი ამტკიცებს, რომ ადამიანის ცნობიერება სხვა განზომილებიდან მოდის

მეცნიერი ამტკიცებს, რომ ადამიანის ცნობიერება სხვა განზომილებიდან მოდის

ნევადის უნივერსიტეტის ფიზიკის პროფესორი მაიკლ პრავიკა, ამტკიცებს, რომ ადამიანის ცნობიერება სხვა განზომილებიდან მოდის. აღნიშნული თეორია ეფუძნება მოსაზრებას, რომ ცნობიერება “ფარული“ განზომილებიდან მოდის და ეს არ არის უბრალოდ ტვინის აქტივობა.

  • ფიზიკოსის თქმით, როდესაც ჩართული ვართ ხელოვნებაში, მეცნიერებაში, ფილოსოფიაში ან ვოცნებობთ, ამ დროს სამყაროს უხილავ სიბრტყეებს ვეხებით.

პრავიკა მიიჩნევს, რომ არსებობს ჰიპერგანზომილებები. ეს იმას ნიშნავს, რომ სამყარო მრავალი განზომილებისგან შედგება, რომელსაც ადამიანების უმრავლესობა ვერ აღიქვამს. დღეს კი აღქმადია მხოლოდ: სიმაღლე, სიგრძე, სიგანე და დრო.

თუმცა, მისი თეორია საკამათოა: ერთმა მეცნიერმა თქვა, რომ პრავიკას თეორიის ქვაკუთხედი “სამეცნიერო ფანტასტიკის ზღვარზეა“.

  • ”ფაქტი, რომ ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ სხვადასხვა განზომილებები ჩვენს გონებაში, ნამდვილი საჩუქარია... ეს არის რაღაც, რაც სცილდება ბიოლოგიას”, - განუცხადა პრავიკამ Popular Mechanics-ს.

მეცნიერები ასობით წლის განმავლობაში ცდილობენ ახსნან ადამიანის ცნობიერება და მისი წარმოშობა, თუმცა მხოლოდ თეორიების ფართო სპექტრი არსებობს.

ერთ-ერთი წამყვანი თეორია ვარაუდობს, რომ ცნობიერება დაკავშირებულია იმაზე, თუ რამდენი ინფორმაციაა ინტეგრირებული ტვინის სხვადასხვა ნაწილებში. რაც უფრო მეტი ინფორმაციაა ინტეგრირებული, მით უფრო ცნობიერად ითვლება არსება.

თუმცა, პრავიკას თეორია სცილდება ნეირომეცნიერებას. მისი თქმით, გაძლიერებული ცნობიერების მომენტებში, მაგალითად, როდესაც სიზმარს ვხედავთ ან ჩვენს ტვინს ღრმად შემოქმედებით პროცესში ვიყენებთ, “ცნობიერებას შეუძლია გადალახოს ფიზიკური განზომილება და გადავიდეს უფრო მაღალ დონეზე“.

“ასეთ მომენტებში ჩვენი ცნობიერება სინქრონიზდება ფარულ განზომილებებთან და იღებს შთაგონების ნაკადს“,- თქვა პრავიკამ.

  • მეცნიერი თეორიას შემდეგნაირად ხსნის:

პრავიკა ორგანზომილებიანი პერსონაჟების ვერსიად გვხედავს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვარსებობთ ოთხგანზომილებიან სამყაროში, ჩვენ შეგვიძლია აღვიქვათ მხოლოდ მატერია და ენერგია. ამრიგად, სამყაროს შეზღუდვები არ გვაძლევს საშუალებას აღმოვაჩინოთ უფრო მაღალი განზომილებები, რომლებიც, თეორიულად, შეიძლება არსებობს ჩვენს ირგვლივ.

ეს არის ჰიპერგანზომილებიანობის საფუძველი - იდეა, რომ სამყარო შედგება მრავალი განზომილებისგან, რომელთაგან ზოგიერთი იმალება, რადგან ისინი ჩვენი ფიზიკური სამყაროსთვის მიუწვდომელია.

მაიკლ პრავიკას თქმით, ჩვენს ცნობიერებას აქვს უნარი ამ ფარულ განზომილებებს დაუკავშირდეს.

წყარო

იხილეთ ასევე: