ავტორი:

"ჰარი ჩვენ გარეშე შარვლის ჩაცმას ორ კვირას მოანდომებს" - სამეფო ოჯახის ყოფილი მსახურების სკანდალური განცხადებები

"ჰარი ჩვენ გარეშე შარვლის ჩაცმას ორ კვირას მოანდომებს" - სამეფო ოჯახის ყოფილი მსახურების სკანდალური განცხადებები

პრინც ჰარის ყოფილმა მსახურმა მას "სამეფო ოჯახის ყველაზე მოუწესრიგებელი წევრი" უწოდა და თქვა, რომ მისი მსახურები მას Blackadder-ის ცნობილ პერსონაჟს ადარებდნენ.

  • ტომ ქუინის ახალ წიგნში - "დიახ, მადამ - სამეფო მსახურების საიდუმლო ცხოვრება", რომელიც ამ თვეში გამოვა, ერთ-ერთმა ინსაიდერმა ანონიმურად ისაუბრა იმაზე, თუ როგორი იყო სასექსის ჰერცოგის მომსახურება.

"მახსოვს, ერთხელ მის პირად აპარტამენტებში რაღაც ავურიე - ქაღალდები მაგიდაზე თუ რაღაც მსგავსი. ის მაშინვე გაბრაზდა, თანაც, პრობლემასთან მიმართებაში არაპროპორციულად, ან, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია."

"ხალხი ამბობდა, რომ მსახურის გარეშე, ჰარის საკუთარი შარვლის ჩასაცმელად 2 კვირა დასჭირდებოდა. ვფიქრობდით, რომ მისი წუწუნი იმაზე, რაც მე ავურიე, გადაჭარბებული იყო, რადგან თავად ჰარი იყო სამეფო ოჯახის ყველაზე მოუწესრიგებელი წევრი”, - გაამხილა მან.

მისივე თქმით, ჰარი იმდენად მოუწესრიგებელი იყო, რომ მსახურები მას პრინც რეჯენტს ადარებდნენ ბრიტანული სატელევიზიო შოუ Blackadder-იდან. პერსონაჟი, რომლის როლსაც ვარსკვლავი ჰიუ ლორი ასრულებდა, ზარმაცი, მოუწესრიგებელი და ინფანტილური იყო. ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდში, ის შარვლის დამოუკიდებლად ჩაცმას მთელ კვირას ანდომებს, და მაშინაც კი, შარვალი თავზე აქვს ჩამოცმული.

  • წყარომ დაამატა, რომ სხვა თანამშრომლებსაც "მსგავსი ინციდენტები" ჰქონდათ და სამეფო ოჯახის წევრის ხასიათზე ხშირად ხუმრობდნენ კიდეც.

წიგნში ასევე "ჰარის რამდენიმე ყოფილი თანამშრომელი ამტკიცებს, რომ მისი ემოციურობა მას ხიბლს სძენდა" - თუმცა, "თავისი ძმა უილიამისა და მამა ჩარლზის მსგავსად, გაღიზიანებისა და აფეთქებებისკენ მიდრეკილი იყო".

  • წიგნის სხვა ნაწილში ნათქვამია, რომ ჰარის მეუღლეს, მეგან მარკლს "მესიის კომპლექსი" ჰქონდა, რამაც სასახლის თანამშრომლებთან მისი კონფლიქტი გამოიწვია - თუმცა, ჰერცოგი ყოველთვის მას იცავდა.

კარისკაცები აღნიშნავენ, რომ სანამ ჰარი ყოფილ მსახიობს შეხვდებოდა, ის "ბედნიერი" და "საკმაოდ უდარდელი" იყო, თანაც, ახლო ურთიერთობა ჰქონდა უფროს ძმა პრინც უილიამთან და რძალ ქეით მიდლტონთან.

ჰარიმ და მეგანმა 2020 წლის 8 იანვარს განაცხადეს გადაწყვეტილება, უარი ეთქვათ უფროსი სამეფო ოჯახის წევრების სტატუსზე და აშშ-ში გადასულიყვნენ - რამაც ოჯახური განხეთქილება გამოიწვია, რომელსაც მალევე "მეგზიტი" უწოდეს.

წყარო