ავტორი:

მას ეზიდები მონებად ჰყავდა, მათზე სექსუალურად ძალადობდნენ - რა დაადგინა შვედეთის სასამართლომ ქალზე, რომელსაც 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

მას ეზიდები მონებად ჰყავდა, მათზე სექსუალურად ძალადობდნენ - რა დაადგინა შვედეთის სასამართლომ ქალზე, რომელსაც 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

იეზიდი ხალხის წინააღმდეგ გენოციდისა და ომის დანაშაულისთვის შვედ ქალს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სამართალდამცველთა ინფორმაციით, ის სირიაში "ისლამურ სახელმწიფო"ს (ISIS) წევრი იყო.

  • 52 წლის ლინა იშაქი 2013 წელს სირიაში, ოჯახთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად. დედის მსგავსად, ჯიჰადისტურ დაჯგუფებას შეუერთდა მისი ვაჟიც, რომელიც 17 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გამოძიების ინფორმაციით, ლინა იშაქს, სირიის ქალაქ რაქაში ეზიდი მონები ჰყავდა მაშინ, როდესაც ქალაქს "ისლამური სახელმწიფო" (ISIS) მართავდა.

"მსჯავრდადებული ქალი იყო ფართომასშტაბიანი მონობის სისტემის ნაწილი, რომელიც იეზიდი ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგაა დანერგილი. ჩვენივე ინფორმაციით, ისაკი მათ ტრეფიკინგშიც მონაწილეობდა," - თქვა სტოკჰოლმის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ, მარია ულფსდოტერ კლანგმა.

2014 წლის აგვისტოში "ისლამური სახელმწიფო" სირიაში იეზიდურ დასახლებებში შეიჭრა.

სამი წლის განმავლობაში დაახლოებით 5000 იეზიდი მოკლეს. 6000-ზე მეტი ქალი და ბავშვი ტყვედ აიყვანეს და მონად გაყიდეს. ISIS-ის წევრები აწამებდნენ დაკავებულებს და მათზე სექსუალურად ძალადობდნენ.