ავტორი:

ტრამპი ჯერ პუტინს, ხოლო შემდეგ ზელენსკის ესაუბრა - რა დეტალები ხდება ცნობილი სატელეფონო საუბრების შესახებ

ტრამპი ჯერ პუტინს, ხოლო შემდეგ ზელენსკის ესაუბრა - რა დეტალები ხდება ცნობილი სატელეფონო საუბრების შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას ჰქონდა "ხანგრძლივი და უაღრესად პროდუქტიული" სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.

ტრამპის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებები უკრაინაში ომის დასრულების შესახებ "დაუყოვნებლივ დაიწყოს". ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტმა თავის სოციალურ მედია პლატფორმაზე Truth Social-ზე გამოაქვეყნა.

"ჩვენ გვსურს შევაჩეროთ მილიონობით ადამიანის სიკვდილი, რომელიც ამ ომს ახლავს", - წერს ტრამპი.

  • როგორც ის განმარტავს, პუტინთან შეთანხმდა, რომ მჭიდროდ ითანამშრომლონ.

"ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ ჩვენმა გუნდებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკებები და დავიწყებთ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დარეკვით, რათა ვაცნობოთ მას საუბრის შესახებ, რასაც ახლა გავაკეთებ“, - დასძენს ტრამპი.

ის ასევე განმარტავს, რომ მან დაავალა გუნდს, მათ შორის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს, წარმართოს მოლაპარაკებები.

  • აღნიშნული განცხადების გამოქვეყნებიდან მალევე, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისმა დაადასტურა, რომ უკრაინის პრეზიდენტი დონალდ ტრამპს ესაუბრა:

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის განცხადებაში ნათქვამია, რომ ვლადიმერ ზელენსკიმ ახლახან დაასრულა ერთსაათიანი საუბარი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.

ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ საუბროს კრემლის სპიკერიც. როგორც რუსული სახელმწიფო სააგენტო TASS წერს პრეზიდენტები დაახლოებით 1,5 საათის განმავლობაში საუბრობდნენ.

"რუსეთის პრეზიდენტმა მიიწვია აშშ-ის პრეზიდენტი მოსკოვში და გამოთქვა მზადყოფნა, მიეღო რუსეთში ამერიკელი ოფიციალური პირები", - აცხადებს დიმიტრი პესკოვი.