კანადა აშშ-ის 51-ე შტატი არასდროს გახდება, - ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა.
მისი თქმით, კანადას აშშ-სთან სავაჭრო კონფლიქტი არ სურს, თუმცა თუ აშშ ტარიფებს დააწესებს, მაშინ კანადა შესაბამის პასუხს გასცემს.
"ჩვენი პასუხი ცალსახა იქნება. კანადა შესაბამის პასუხს გასცემს, გამოზომილს, მაგრამ ძლიერს, მიუხედავად იმისა, თუ რას გააკეთებს აშშ“, - აღნიშნა კანადის პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კანადა აშშ-ის 51-ე შტატი უნდა გახდეს და ამ შემთხვევაში კანადას ტარიფები არ დაუწესდება.
ამასთან, დონალდ ტრამპი მექსიკისა და კანადისთვის 25%-იანი ტარიფების დაწესებას გეგმავს, თუმცა მექსიკის პრეზიდენტთან და კანადის პრემიერთან საუბრის შემდეგ ტარიფების დაწესება 30 დღით შეაჩერა.
დონალდ ტრამპის თქმით, მექსიკა და კანადა საზღვრის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად და ნარკოტიკებით ვაჭრობის შესაჩერებლად შესაბამისი ზომების მიღებას დათანხმდნენ.