“კოკა-კოლა“ საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობის ისტორიული მხარდამჭერია. “კოკა-კოლასა“ და ოლიმპიური თამაშების პარტნიორობა 1896 წელს დაიწყო და დღესაც აქტიურად გრძელდება. საქართველოში, როგორც სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების აქტიური მხარდამჭერი, “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ კი 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის - “ბაკურიანი 2025“-ის მთავარი პარტნიორი და მხარდამჭერია.


ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ახალგაზრდა სპორტსმენთა კონტინენტური შეჯიბრებაა. პირველი ფესტივალი 1991 წელს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პატრონაჟით გაიმართა. 1993 წელს, იტალიის დაბა აოსტამ ევროპის ზამთრის პირველ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლა.

ფესტივალი 9 თებერვალს გაიხსნა და საქართველოში მასპინძლობს 3 ქალაქი - ბაკურიანი, ბათუმი და თბილისი.


სალომე ბერიკელაშვილი, “კოკა-კოლას“ მარკეტინგის სპეციალისტი: ბაკურიანში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული-ოლიმპიური ფესტივალი დაიწყო, ფესტივალი, რომელშიც მსოფლიოს 46 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენია ჩართული. “კოკა-კოკა ბოთლერს ჯორჯია“ კი ამ ღონისძიების მთავარი მხარდამჭერი და გენერალური პარტნიორია. ფესტივალი მიმდინარეობს საქართველოს 3 ქალაქში - ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში. “კოკა-კოლას“, როგორც ბრენდის ჩართულობა ამ ღონისძიებაში ძალიან მნიშვნელოვანია, აქ მოსულ სტუმრებსა და სპორტსმენებს, სპეციალურად მოწყობილ ზონებში ვმასპინძლობთ და უზრუნველვყოფთ მათ საუკეთესო განწყობასა და კარგ გარემოს.

ამრიგად, 1896 წელს დაწყებული პარტნიორობა, დღემდე აქტიურად გრძელდება და “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მთავარი პარტნიორი და მხარდამჭერია.
R