მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასის მკვეთრი ზრდის პარალელურად, ფასები იზრდება საქართველოშიც. "ბიზნესპრესნიუსთან" „ოქროს კიდობნის“ დირექტორი ნანა სონგულია აღნიშნავს, რომ ამჟამად ერთი გრამი 958 სინჯი ოქროს ფასი 200 ლარამდეა გაზრდილი. ეს კი მაშინ, როცა წინა თვეებში ღირებულება 180 ლარს შეადგენდა.
ოქრო ყველას უნდა, მაგრამ ფასი იმდენად გაიზარდა, რომ ხალხი არის შოკირებული. გრამი თუ ღირდა 180 ლარი, ახლა გახდა 200 ლარი. ეს უკავშირდება იმას, რომ მსოფლიო ბაზარზე უნცია ძალიან გაძვირდა. ამასთან შედარებით, ვერ გეტყვით რომ ბირჟაზე ხალხი არ დადის - დადიან, მაგრამ ვისაც აუცილებლობა აქვს, ოქროს მხოლოდ ის ყიდულობს“, - ამბობს სონგულია...განაგრძეთ კითხვა