ავტორი:

თავდამსხმელი ბარში შევიდა, ყუმბარა ისროლა და გაიქცა: დაშავებულია 12 ადამიანი - საფრანგეთში მომხდარ დანაშაულის დეტალები

თავდამსხმელი ბარში შევიდა, ყუმბარა ისროლა და გაიქცა: დაშავებულია 12 ადამიანი - საფრანგეთში მომხდარ დანაშაულის დეტალები

სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთის ქალაქ გრენობლის ბარში ნასროლი ყუმბარის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა. ოფიციალური პირების განცხადებით, აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია. მათივე თქმით, სავარაუდოდ, შემთხვევა ტერორიზმს არ უკავშირდება.

  • პროკურორ ფრანსუა ტურე-დე-კურსის განცხადებით, თავდამსხმელი კლიენტებით სავსე ბარში შევიდა, ყუმბარა ისროლა და სიტყვის უთქმელად გაიქცა. გამომძიებლებს მოტივი ჯერ არ დაუდგენიათ.

ოფიცერი კრისტოფ ბარეტის განცხადებით, თავდამსხმელს, როგორც ჩანს, კალაშნიკოვის ტიპის თოფიც ჰქონდა, თუმცა ის არ გამოუყენებია.

ტურე-დე-კურსის განცხადებით, ინციდენტი ოლიმპიური სოფლის უბანში მოხდა, რომელიც მაშინ აშენდა, როდესაც ქალაქმა 1968 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლა.

ტურე-დე-კურსის თქმითვე, დაშავებულთა შორის ორი ადამიანის მდგომარეობა კრიტიკული იყო, თუმცა ეს რიცხვი შემდგომში ექვსამდე გაიზარდა.

"მკაცრად ვგმობ ამ უჩვეულო ძალადობის კრიმინალურ აქტს," - დაწერა მერმა, ერიკ პიოლემ X-ზე და მადლობა გადაუხადა გადუდებელი დახმარების სამსახურებს მათ მიერ გაწეული მუშაობისთვის.

წყარო