ავტორი:

დაფიქსირდა გრიპით გარდაცვალების შემთხვევა - რა განაცხადა პაატა იმნაძემ

დაფიქსირდა გრიპით გარდაცვალების შემთხვევა - რა განაცხადა პაატა იმნაძემ

მიმდინარე სეზონზე, გრიპით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა იმნაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

  • როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა. შემთხვევა 2 კვირის წინ მოხდა.

ინფორმაციისთვის, მედიკოსები აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში გრიპის გავრცელების მაჩვენებელი კვლავ მაღალია. გრიპის შემთხვევების ზრდასთან ერთად გაიზარდა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც.