The Agency-ის ცნობით, რუსულ სკოლებში, გარკვეული პერიოდით, სკოლის ზარს იმ მომღერლების სიმღერებით ჩაანაცვლებენ, რომლებიც უკრაინასთან ომს მხარს უჭერენ - მათ შორის არიან ოლეგ გაზმანოვი,ჯგუფი "ლიუბე" და დენის მაიდანოვი.
პროექტი "მუსიკა ზარების ნაცვლად" რუსულ სკოლებში 2024 წლის ნოემბრიდან ხორციელდება, თუმცა აქამდე ძირითადად საბავშვო სიმღერებს იყენებდნენ. მედიის ინფორმაციით, ზემოთ ჩამოთვლილი მომღერლების სიმღერებს 23 თებერვლის ჩათვლით ჩართავენ, 23 თებერვალს კი რუსეთში "სამშობლოს მცველთა დღე" აღინიშნება, ეს გადაწყვეტილებაც სწორედ ამ დღეს უკავშირდება.
უკრაინასთან ომის ფონზე, რუსეთის სკოლებში გააქტიურდა სახელმწიფო პროპაგანდა. ყოველი სასწავლო კვირა იწყება ეროვნული ჰიმნის შესრულებითა და დროშის აღმართვით, ბავშვებს ასწავლიან "სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ შესახებ - ასე უწოდებს რუსეთის ხელისუფლება ოფიციალურად ომს უკრაინის წინააღმდეგ.