"დავიღალე პატარა ბიჭებისთვის შანსის მიცემით", - ამის შესახებ UFC-ის ჩემპიონი მსუბუქ წონაში, ისლამ მახაჩევი ილია თოფურიასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ ამბობს.
აღსანიშნავია, რომ მახაჩევის მწვრთნელი და მეგობარი, ხაბიბ ნურმაგომედოვი მიიჩნევს, რომ თუ ეს ბრძოლა შედგება, უსამართლობა იქნება.
ცნობისთვის, ილია თოფურიამ UFC-ის ჩემპიონის ტიტული მას შემდეგ მოიპოვა, რაც ლეგენდარული ალექსანდრე ვოლკანოვსკი დაამარცხა, შემდეგ კი ჩემპიონის ქამარი დაიცვა და კიდევ ერთი მებრძოლი, მაქს ჰოლუეი დაანოკაუტა.