ბრაზიალიაში, სუპერმარკეტში ქალს ჯიბეში ტელეფონი აუფეთქდა. შოკისმომგვრელი კადრები ინტერნეტში მალევე გავრცელდა.
ქალი Alfredo Abraão Hospital-ში გადაიყვანეს. მას პირველი ხარისხის დამწვრობა აღმოაჩნდა. აფეთქების შედეგად მძიმე დამწვრობა მიიღო ხელის, წინამხრის, ზურგისა და საჯდომის არეში.
დაშავებულის მეუღლის განცხადებით, მობილური ტელეფონი, Moto E32, ერთი წლის წინ შეიძინეს. მოწყობილობის მწარმოებელი კომპანიის განცხადებით, ისინი ყველაფერს აკეთებენ აფეთქების მიზეზის დასადგენად:
"კომპანია პრიორიტეტს ანიჭებს თავისი მომხმარებლების უსაფრთხოებას. ყველა პროდუქტი საგულდაგულოდ არის შექმნილი, გადის მკაცრ ტესტირებას მომხმარებლისთვის უსაფრთხო მუშაობის შეთავაზების მიზნით“, - აცხადებენ Motorola-ს წარმოამდგენლები.