ავტორი:

"თითებს თავის ნებაზე ვერ შლის.... რასაც ყოველთვის, ყველაზე მძიმე მდგომარეობაშიც კი ახერხებს, მეფერება სადაც მომწვდება" - რას წერს ანა ჯაბაური

"თითებს თავის ნებაზე ვერ შლის.... რასაც ყოველთვის, ყველაზე მძიმე მდგომარეობაშიც კი ახერხებს, მეფერება სადაც მომწვდება" - რას წერს ანა ჯაბაური

5 წელი გავიდა, რაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ცოტნე გამსახურდია მძიმედ დაჭრეს. ამ დრომდე ის რეაბილიტაციის კურსს გადის. მის გვერდით მთელი ეს პერიოდი მისი მეუღლე ანა ჯაბაურია, რომელიც პერიოდულად მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სოციალურ ქსელში წერს:

"თითებს თავის ნებაზე ვერ შლის. კიდევ ბევრ რამეს ვერ აკეთებს თავის ნებაზე. რასაც ყოველთვის, ყველაზე მძიმე მდგომარეობაშიც კი ახერხებს, მეფერება სადაც მომწვდება, თუნდაც ასე, გაუშლელი თითებით… ამიტომ მჯერა,რომ გავიმარჯვებთ. სიყვარულის დღეს გილოცავთ" - წერს ამჯერად ანა ჯაბაური.

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია 2019 წლის, 19 დეკემბერს დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი საზღვარგარეთ ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე 4 პირია დაკავებული.