ავტორი:

26 წლის ქალი 4 თვის შვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს: "ჩვილის სხეულზე დაფიქსირდა მძიმე დაზიანებები" - უმძიმესი შემთხვევა აშშ-ში

26 წლის ქალი 4 თვის შვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს: "ჩვილის სხეულზე დაფიქსირდა მძიმე დაზიანებები" - უმძიმესი შემთხვევა აშშ-ში

აშშ-ის მედია უმძიმესი შემთხვევის შესახებ წერს. ალაბამას შტატში დააკავეს 26 წლის ქალი, რომელიც მისი 4 თვის ჩვილის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.

  • ლანეტის პოლიციის დეპარტამენტის თანახმად, Chambers County Dispatch-მა 25 იანვარს, დაახლოებით 13:55 საათზე, მიიღო 911-დან შეტყობინება იმის შესახებ, რომ 4 თვის ბავშვს, ჰქონდა კრუნჩხვა.

“აღმოსავლეთ ალაბამას სახანძრო დეპარტამენტს დაუკავშირდნენ დახმარებისთვის. შედეგად აღმოსავლეთ ალაბამას სამედიცინო ცენტრში (EAMC), საჭირო გახდა 4 თვის შავკანიანი, მამრობითი სქესის ჩვილის გადაყვანა. ბავშვის მდგომარეობა შეფასდა EAMC-ის სამედიცინო პერსონალის მიერ, რის შემდეგაც ჩვილი გადაიყვანეს ალაბამაში - ბირმინგემის ბავშვთა საავადმყოფოში.

თუმცა, 4 თვის ბიჭი საავადმყოფოში გადაყვანიდან ოთხი დღის შემდეგ გარდაიცვალა.

ექსპერტიზამ მის სხეულზე დაზიანებები დააფიქსირა. პოლიციამ ეჭვი მიიტანა ძალადობაზე. ამჟამად ბავშვის გარდაცვალების გარემოებებს ლანეტის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს,“ – განაცხადა პოლიციის ოფიცერმა.

მომდევნო დღეებში, ლანეტის პოლიციის დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავეს 4 თვის ჩვილის დედა, 26 წლის ქალი, ის შვილის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ქალს ბრალი უკვე წაუყენეს.

პოლიცია არ ასახელებს ბიჭის დაზიანებების ხარისხს.

წყარო