ავტორი:

"60 კილო ვიყავი მეცხრე თვეში... მთელი ორსულობის განმავლობაში ტოქსიკოზი მქონდა" - რას პასუხობს ლიზა ჩიჩუა გამომწერებს

"60 კილო ვიყავი მეცხრე თვეში... მთელი ორსულობის განმავლობაში ტოქსიკოზი მქონდა" - რას პასუხობს ლიზა ჩიჩუა გამომწერებს

31 იანვარს, ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია მეორე შვილის მშობლები გახდნენ. პირველი ვაჟის, გიორგის შემდეგ, წყვილს გოგონა შეეძინათ, რომელსაც ნინა დაარქვეს.

მშობიარობიდან ორ კვირაში ლიზამ ინსტაგრამის გვერდზე გამომწერების კითხვებს უპასუხა.

  • მაქაცარიას ცოლი წერს, რომ მეორე ორსულობაზე მხოლოდ 7 კილოგრამი მოიმატა.

- მთელი ორსულობის განმავლობაში ტოქსიკოზი მქონდა, 9 თვე, გიოზეც და ნინაზეც. ორსულობამ კარგად ჩაიარა, ორივეჯერ ფიზიოლოგიურად ვიმშობიარე. 60 კილო ვიყავი მეცხრე თვეში, ფაქტობრივად მხოლოდ მუცელი მქონდა. ბევრმა მომწერა სამშობიარო ქამარზე, მე არ გამომიყენებია, არც ერთი მშობიარობის შემდეგ, სამშობიაროდან როგორც კი გამოვეცი, ჩემი მუცელი ფორმას დაუბრუნდა. გენეტიკის დამსახურებაა სავარაუდოდ.

ლიზა წერს, რომ მისი ტელეწამყვანი მეუღლე ორივე მშობიარობას დაესწრო და ორივე შვილს ბუნებრივი კვებით ზრდის.

ტელეწამყვანმა ირაკლი მაქაცარიამ ლიზა ჩიჩუაზე 2022 წელს იქორწინა. მისი რჩეული ექიმ გიორგი ჩიჩუასა და ენდოკრინოლოგ ქეთი ასათიანის შვილია. ლიზა თავადაც ექიმის პროფესიას ეუფლება.