ავტორი:

ისტორიაში პირველად, "ზღვის ეშმაკმა" ზედაპირზე ამოცურა - მეცნიერებმა უნიკალური კადრების გადაღება შეძლეს: "სინათლეზე ამოსვლიდან რამდენიმე საათში მოკვდა"

ისტორიაში პირველად, "ზღვის ეშმაკმა" ზედაპირზე ამოცურა - მეცნიერებმა უნიკალური კადრების გადაღება შეძლეს: "სინათლეზე ამოსვლიდან რამდენიმე საათში მოკვდა"

ისტორიაში პირველად, ესპანეთის კუნძულ ტენერიფეს სანაპიროდან დაახლოებით 2000 მეტრში, კანარის კუნძულებზე, მეცნიერებმა “ზღვის ეშმაკი“ წყლის ზედაპირთან ახლოს დააფიქსირეს.


  • როგორც წესი, შემზარავი შესახედაობის თევზი, ოკეანეში ათასობით მეტრის სიღრმეში ბინადრობს. ის მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში უკუნითი სიბნელით არის მოცული და საკმაოდ მოუხელთებელია.

აქამდე ოკეანის სიღრმეების გარდა, “ზღვის ეშმაკი“ ცოცხალი სხვაგან არსად უნახავთ. იყო ერთეული შემთხვევები, როდესაც აღნიშნული სახეობა ზღვამ მკვდარი გამორიყა. თუმცა, ახლახან ნამდვილი საოცრება მოხდა, იშვიათი სახეობა მოულოდნელად სიღრმიდან ზედაპირისკენ წამოვიდა. მეცნიერებმა მისი გადაღება შეძლეს.



საზღვაო ბიოლოგმა კონდრიკ ტენერიფემ, რომელმა იშვიათი კადრების გადაღება შეძლო, ესპანურ გაზეთ Marca-ს განუცხადა, რომ მისი გუნდი თევზს რამდენიმე საათის განმავლობაში აკვირდებოდა.


“ეს ახდენილი ოცნებასავით იყო. როცა პატარა ვიყავი, მქონდა წიგნი ღრმა ზღვის არსებებზე და ძალიან მიყვარდა ილუსტრაციები. ჩემთვის ისინი რაღაც სიგიჟეები იყვნენ,“ - განუცხადა National Geographic-ს ჯგუფის ფოტოგრაფმა დევიდ ჯარა ბოგუნიამ.


  • თუმცა, აღსანიშნავია, რომ “ზღვის ეშმაკი“ სინათლეზე ამოსვლიდან რამდენიმე საათში მოკვდა.

რატომ იყო ის ასე შორს თავისი ბუნებრივი ჰაბიტატისგან?

მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ თევზის ხეტიალი შეიძლება იყოს ავადმყოფობის, უჩვეულო დინების ან მტაცებლისგან გაქცევის შედეგი.


ეს უცნაური არსება ოკეანეში, ძირითადად 915 მეტრის სიღრმეზე ბინადრობს. მსოფლიოში ამჟამად ზღვის ეშმაკის 200-ზე მეტი სახეობაა აღმოჩენილი.


თევზის პირი სავსეა ბასრი, წვეტიანი კბილებით; თავზე გამოსული აქვს გრძელი, აბზეკილი ღერო, რომლის ბოლოშიც მოთავსებულია ბიოლუმინესცენციური ბურთულა; ზღვის ეშმაკი ამ ორგანოს ოკეანის სიბნელეში მსხვერპლზე ნადირობისთვის იყენებს.


სინამდვილეში ის საკმაოდ მცირე ზომისაა.


თევზის სუპერშავი სხეული ოკეანის სიღრმეში შენიღბვას ემსახურება. ისინი სიბნელეს არის შერწყმულნი და ობობას ქსელის მსგავსად, ელიან, როდის მიუახლოვდება საკვები.


ზღვის ეშმაკი პირველად 1833 წელს აღმოაჩინეს, როდესაც ის გრენლანდიის სანაპიროზე გამოირიყა. 2016 წელს კი, აზორის კუნძულების მიდამოებში წყალქვეშა ექსპედიციისას, მეცნიერები პირველად დააკვირდნენ მის მშობიარობას.


წყარო


იხილეთ ასევე: