მილიარდერ ილონ მასკს ყოფილი მეუღლე, კანადელი მომღერალი გრაიმსი აკრიტიკებს.
მედიაში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ მასკმა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში, ტრამპთან ვიზიტისას, თან 4 წლის შვილი "Lil X" წაიყვანა.
ღონისძიება კვირის დასაწყისში გაიმართა. დონალდ ტრამპმა და ილონ მასკმა მედიასთან ერთობლივი განცხადებები გააკეთეს, სადაც სხვადასხვა სფეროში დაგეგმილი ინიციატივებიც მიმოიხილეს.
თუმცა, პატარა X-მა შეხვედრას სულ სხვაგვარი ელფერი შესძინა. ის ცელქობდა და თავის გართობას სხვადასხვა სახით ცდილობდა.
"ეს არის X და ის შესანიშნავი, მაღალი IQ-ს მქონე ბიჭია,“- თქვა ტრამპმა.
“Lil X ძალიან ზრდილობიანად იქცეოდა! თქვენ ის შესანიშნავად აღზარდეთ. ისეთი საყვარელი იყო. “გთხოვთ მომიტევოთ, საჭირო ოთახში მინდა“ - უთხრა მან იქ მყოფს,“ - დაწერა საიმონ ვუმ, რომელსაც გრაიმსმა ასე უპასუხა:
“[Lil X] ის ასე არ უნდა ყოფილიყო, საჯაროდ. თუმცა, წინასწარ არ ვიცოდი. მადლობა გაფრთხილებისთვის. მიხარია, რომ თავაზიანად იქცეოდა,“ - დაწერა მასკის ყოფილმა პარტნიორმა.
გრაიმს და მასკს სამი შვილი ჰყავთ: X Æ A-12 ან "Lil X", Exa Dark Sideræl და Techno Mechanicus, ასევე ცნობილი როგორც Tau.
აღსანიშნავია, რომ მილიარდერს "Lil X" სახელმწიფო დონის ოფიციალურ შეხვედრებზე ხშირად დაჰყავს.
მილიარდერს სულ 12 შვილი ჰყავს, მათ შორის ექვსი შვილი მწერალ ჯასტინ უილსონთან წინა ქორწინებიდან, მათ შორის ტყუპები და სამეული.
იხილეთ ასევე: