ავტორი:

დღეში რამდენი ჭიქა ყავის მიღება ითვლება ზედმეტ რაოდენობად - ჯანმრთელობის ექსპერტი CNN-ის შეკითხვას პასუხობს

დღეში რამდენი ჭიქა ყავის მიღება ითვლება ზედმეტ რაოდენობად - ჯანმრთელობის ექსპერტი CNN-ის შეკითხვას პასუხობს

დღეს მილიონობით ადამიანი დილას ფინჯანი ყავით იწყებს. მას შემდეგ, რაც ყავა ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, მეცნიერებმა მისი სარგებლისა თუ მავნე ზემოქმედების გამოსავლენად არაერთი კვლევა ჩაატარეს.

დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა, ერთ-ერთმა უკანასკნელმა კვლევამ აჩვენა, რომ ყავის ან ჩაის ზომიერი მოხმარება ამცირებს მრავალი კარდიომეტაბოლური დაავადების განვითარების რისკს. მაგალითად: გულის დაავადებას, ინსულტს და დიაბეტს.

კიდევ ერთმა კვლევამ, რომელიც იანვარში გამოქვეყნდა, აჩვენა, რომ დილით ყავის დალევა განსაკუთრებით სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ნაადრევი სიკვდილის შესამცირებლად.

ამის ცოდნა სასიამოვნოა, მაგრამ რა მტკიცებულება გვაქვს ყავის სარგებელზე? რა რაოდენობის ყავა ითვლება სასარგებლოდ და რა- ზედმეტად?

  • ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად CNN-ი ჯანმრთელობის ექსპერტს, დოქტორ ლეანა ვენს ესაუბრა.

CNN: რა მტკიცებულება გვაქვს იმისა, რომ ყავა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა?

დოქტორი ლეანა ვენი: მტკიცებულება საკმაოდ ბევრია. ბოლო კვლევების გარდა, ათწლეულების მანძილზე მრავალრიცხოვანმა კვლევებმა აჩვენა, რომ ყავის ზომიერი მოხმარება ასოცირდება სხვადასხვა დაავადების, მათ შორის, გულის დაავადებების, დიაბეტის, გარკვეული კიბოს და დემენციის ჩათვლით რისკთან.

ყავა შეიცავს ქიმიკატებს, რომლებსაც აქვთ ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რაც შესაძლოა ხელს უწყობს მის ეფექტს კიბოს რისკის შემცირებაში.

ყავაში ნაპოვნი ნივთიერებები შეიძლება დაეხმაროს ორგანიზმს ინსულინის უკეთ გამოყენებაში და სისხლში შაქრის დონის კონტროლში.

CNN: რა რაოდენობის ყავის მიღება არის სასარგებლო?

ვენი: ზომიერი დონე, როგორც წესი განისაზღვრება დღეში ორიდან ოთხ ფინჯან ყავამდე.

2024 წელს, გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებულ კვლევაში, გამოიკვეთა რომ ვინც დღეში სამ ფინჯან ყავას სვამდა, კარდიომეტაბოლური დაავადების განვითარების რისკი 48%-ზე მეტით შეუმცირდა იმათთან შედარებით, ვინც დღეში სამ ფინჯანზე ნაკლებს ან საერთოდ არ სვამდა.

დაფქული ყავის მოხმარება ამცირებს ადრეული სიკვდილის რისკს დაახლოებით 27%-მდე, ხსნადი ყავა 11%-მდე.

CNN: რა რაოდენობის ყავა არის ზედმეტი?

ვენი: ძალიან ბევრი ყავის მიღებამ ეიძლება გამოიწვიოს აჩქარებული გულისცემა, შფოთვა, მოუსვენრობა და ძილის გაძნელება.

აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის თანახმად, დღეში 400 მილიგრამი კოფეინი უსაფრთხოა ზრდასრულთა უმეტესობისთვის. ვინც კოფეინის ზედმეტ დოზას იღებს, აღენიშნებათ ჩამოთვლილი სიმპტომები.

მწვანე და თეთრი ჩაი ნაკლებ კოფეინს შეიცავს.

ამერიკის პედიატრიის აკადემია რეკომენდაციას უწევს, რომ 12 წლამდე ასაკის ბავშვებმა არ მოიხმარონ კოფეინი. 12-დან 18 წლამდე ბავშვები არ უნდა აღემატებოდეს 100 მილიგრამს კოფეინს დღეში.

ორსული ქალები ასევე ფრთხილად უნდა იყვნენ კოფეინის მიღებასთან დაკავშირებით. ასევე სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ გულის დაავადებების მქონე პირებმა.

წყარო