ავტორი:

ვეშაპმა ახალგაზრდა ბიჭი გადაყლაპა, მაგრამ რამდენიმე წამში უკან გაუშვა  - უმძიმესი კადრები ბიჭის მამამ გადაიღო: რა მოხდა მაგელანის სრუტეში

ვეშაპმა ახალგაზრდა ბიჭი გადაყლაპა, მაგრამ რამდენიმე წამში უკან გაუშვა  - უმძიმესი კადრები ბიჭის მამამ გადაიღო: რა მოხდა მაგელანის სრუტეში

ჩილეში, პატაგონიის სანაპიროსთან გადაღებულმა გასაოცარმა ვიდეო კადრებმა ასახა მომენტი, როდესაც კაიაკერი კუზიანმა ვეშაპმა რამდენიმე წამით მთლიანად გადაყლაპა, შემდეგ კი უკან ამოუშვა.

ადრიან სიმანკასი კაიაკით მაგელანის სრუტეში მიცურავდა, როდესაც ურჩხული წყლიდან ამოვიდა და ახალგაზრდა კაცი მისი ყვითელი კაიაკით გადაყლაპა. მომენტი შემთხვევით მამამისმა, დელმა გადაიღო, რომელიც შვილს უკან მიჰყვებოდა.

"მეგონა, უკვე შემჭამა, თავიდან ვფიქრობდი, რომ მოვკვდი. რა თქმა უნდა, ძალიან შემეშინდა, რადგან ვფიქრობდი, რომ არა, ვეღარაფერს გავაკეთებდი" - უთხრა ბიჭმა Associated Press-ს, - "

მას შემდეგ, რაც ვეშაპის პირიდან გათავისუფლდა, ვიდეოში ისმის, როგორ ამშვიდებდა მამამისი შვილს. მაგრამ ახალი საფრთხე სწრაფად გაჩნდა.

"როდესაც ამოვყვინთე და ტივტივი დავიწყე, მეშინოდა, რომ შეიძლებოდა, მამაჩემსაც რამე მოსვლოდა, ან ნაპირამდე დროზე ვერ მივაღწევდით, ან - ჰიპოთერმია დამემართებოდა," - თქვა ადრიანმა.

ვიდეოში ჩანდა, როგორ გაცურა მან ცივ წყალში მამამისის კაიაკისკენ და ორივემ ნაპირზე უსაფრთხოდ გასვლა შეძლო.

ადრიანმა თქვა, რომ ეგონა, ორკამ (სხვაგვარად - ცელნამგალა ან მკვლელი ვეშაპი) გადაყლაპა, მაგრამ როდესაც გათავისუფლდა, იფიქრა: "ალბათ, ვეშაპი ცნობისმოყვარეობის გამო მომიახლოვდა ან იქნებ, რაღაცის თქმა უნდოდა."

მაგელანის სრუტე, რომელიც ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოდან 1,600 მილით სამხრეთითაა, თავგადასავლების მოყვარულ ტურისტთა დიდ რაოდენობას იზიდავს.

ვეშაპების თავდასხმები ადამიანებზე უკიდურესად იშვიათია, თუმცა სატვირთო გემებთან ვეშაპების შეჯახების შემთხვევები ბოლო წლებში გაიზარდა.

წყარო