ავტორი:

რომის პაპი საავადმყოფოში გადაიყვანეს - რას წერს მედია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

რომის პაპი საავადმყოფოში გადაიყვანეს - რას წერს მედია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

რომის პაპი ფრანცისკე საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ვატიკანი იუწყება, პაპი საავადმყოფოში დიაგნოსტიკური ტესტებისთვის და ბრონქიტის მკურნალობის გასაგრძელებლად გადაიყვანეს.

  • “დღეს დილით, აუდიენციის შემდეგ, რომის პაპი ფრანცისკე გადაიყვანეს აგოსტინო გემელის პოლიკლინიკაში, რათა გაიაროს აუცილებელი დიაგნოსტიკური ტესტები და გააგრძელოს ბრონქიტის მკურნალობა", - ნათქვამია განცხადებაში.

მიმდინარე თვის დასაწყისში, ფრანცისკემ ყოველკვირეულ წირვაზე მომლოცველებს უთხრა, რომ მას "ძლიერი გაციება" აწუხებდა, რაც ვატიკანის ინფორმაციით, ბრონქიტი აღმოჩნდა.

"ნება მიბოძეთ, მღვდელს ვთხოვო, გააგრძელოს კითხვა, რადგან ბრონქიტის გამო ჯერ ამას ვერ შევძლებ. იმედი მაქვს, რომ შემდეგ ჯერზე გამომივა“, - თქვა 88 წლის პაპმა გამოსვლის დაწყებიდან მალევე.

88 წლის ფრანცისკეს, რომელიც პაპი 2013 წლიდანაა, ბოლო ორი წლის განმავლობაში ხშირად აწუხებდა ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა.