ავტორი:

"ანონიმური კვლევით დადგინდა, რომ მძღოლები ნარკოტიკული თრობის ქვეშ მართავენ საქალაქთაშორისო ტრანსპორტს... უნდა ამოქმედდეს რეგულაციები" - ირაკლი იზორია

"ანონიმური კვლევით დადგინდა, რომ მძღოლები ნარკოტიკული თრობის ქვეშ მართავენ საქალაქთაშორისო ტრანსპორტს... უნდა ამოქმედდეს რეგულაციები" - ირაკლი იზორია

"საქალაქთაშორისო გადაყვანის კანონი, რომელიც მიიღო ქვეყანამ, ძალიან მალე უნდა ჩაეშვას და იმედი მაქვს, ეს მძღოლები იქნებიან გაკონტროლებული" - ამის შესახებ რადიო "პალიტრასა" "პალიტრანიუსის" გადაცემაში "საქმე" ფონდ "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დირექტორმა ირაკლი იზორიამ განაცხადა.

"ძალიან მალე უნდა ამოქმედდეს რეგულაციები საქალაქთაშორისო გადაყვანებზე. ჩვენ, როცა ანონიმური კვლევა ჩავატარეთ კატასტროფული სურათი მივიღეთ. ეს ადამიანები ნარკოტიკული თრობის ქვეშ მართავენ საქალაქთაშორისო ტრანსპორტს და გადაჰყავთ მოქალაქეები.

ზოგადად, ავტომობილის მართვა ნასვამ მდგომარეობაში წლების განმავლობაში პრობლემად რჩებოდა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა სახელმწიფომ, გაემკაცრებინა მიდგომა და შემოღებულ იქნა ადმინისტრაციული პატიმრობა.

შესაბამისად, თუ აღმოაჩენენ, რომ ადამიანი განმეორებით მართავს ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილს, მას 5-დან 15 დღემდე პატიმრობა ემუქრება. თუმცა ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი, 20 ათას ადამიანს ჩამოერთვა მართვის მოწმობა, იმის გამო რომ ნასვამ მდგომარეობაში მართავდა მანქანას. ასეთი მძღოლი პოტენციურად მოქალაქეებს ხიფათის წინაშე აყენებს...განაგრძეთ კითხვა

წაიკითხეთ ასევე: